RSS

ფილიპინებში მსოფლიოში ყველაზე დიდი ნიანგი დაიღუპა

11 თებ

niangiფილიპინებში, ქალაქ ბუნავანის ზოოპარკში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაინგი,  კვირას გარდაიცვალა.
ნიანგი მეტსახელად ლოლონგი,როგორც ყველაზე დიდი ნიანგი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს. მისი სიგრძე 6,17 მეტრი იყო, ხოლო წონა ერთ ტონას აღემატებოდა. ქალაქის მერის ედვინ კორკ ელორდის განცხადებით, ლოლონგი დაახლოებით 50 წლის იყო, მისი სიკვდილის მიზეზი კი ამ რეგიონის უჩვეულო სიცივე შეიძლებოდა ყოფილიყო.ნიანგი 2011 წლის სექტემბერში, სამკვირიანი ნადირობის შემდეგ დაიჭირეს. მას შემდეგ რაც ადგილობრივებმა აღმოაჩინეს, რომ ის ხალხს თავს ესხმოდა. მისი მსხვერპლი მინიმუმ ერთი ადამიანია, ერთიც უგზო-უკვლოდ დაკარგულიც მისი მსხვერპლი გონიათ. იმისთვის, რომ ნიანგი წყლიდან ამოეყვანათ, ასი ადამიანის დახმარება გახდა საჭირო.
ლოლონგი ბუნავანის ღირშესანიშნაობა გახდა. „მიყვარდა ეს ნიანგი, რადგან მან სახელი გაუთქვა ჩვენს ქალაქს,“ – განაცხადა ელორდმა. სპეციალურად ნიანგისთვის გააშენეს ეკო-პარკი, სადაც ტურისტები დადიოდნენ. მერის განცხადებიტ, ამის შემდეგ ქალაქის მოგება დაახლოებით 72 ათასი დოლარით გაიზარდა. 
ამბობენ, რომ ბუნავანის გარშემო კიდევ არიან ამაზე დიდი თუ არა, ამ ნიანგის ხელა ნიანგები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებს.

მოამზადა ხატია გოგოხიამ

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s