RSS

მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი

09 თებ

svecicxoveli 017შიდა ქართლში, თბილისიდან  25 კილომეტრში მცხეთასა და მის შემოგარენში დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი მდებარეობს. მდინარე მტკვრისა და არაგვის შესართავთან მდებარე, იბერიის სამეფოს უძველესი დედაქალაქია და საქართველოს სულიერი ცენტრი, ამ ქალაქიდან ქართული ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა იღებს სათავეს. ქალაქის დაწინაურებასა და განვითარებას ხელს უწყობდა ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა — აქ გადიოდა საერთასორისო სავაჭრო გზები, რომლებიც მდინარეების არაგვისა მტკვრის გაყოლებით მიემართებოდა. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში მცხეთაში მიმდინარეობდა საკმაოდ ინტესიური მშენებლობა საკულტო ნაგებობების — სვეტიცხოველი (IV საუკუნე — ხის ეკლესია, V საუკუნე — ქვის ბაზილიკა. არც ერთი აღარ არსებობს), სამთავროს წმ. ნინოს ეკლესია (IV ს., გადაკეთებულია XIX საუკუნეში), ჯვრის მცირე ეკლესია (VI საუკუნის II ნახევარი) და დიდი ტაძარი (585/6—604), „ანტიოქია“ (VII—VIII) და სხვა.საქართველოში, დღემდე გადარჩენილ ტაძართა შორის, სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა. სვეტიცხოველს მუდამ უამრავი დამთვალიერებელი თუ უცხოელი სტუმარი ჰყავს. თავისი ისტორიითა თუ არქიტექტურული სიდიადით ბევრს ხიბლავს. სვეტიცხოველი ერთ-ერთი კულტურული მემკვიდრეობის უშესანიშნავესი ძეგლია. ტაძარში  საქართველოს ბევრი საამაყო და სახელგანთქმული მეფე განისვენებს.

ჯვრის მონასტერი VI საუკუნის ტაძარი და მონასტერია, რომელიც მცხეთის აღმოსავლეთით კლდოვანი მთის წვერზე მდებარეობს. ჯვარი, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეყვანილი. ლეგენდის თანახმად, მცხეთის მოპირდაპირე მხარეს, არაგვის გაღმა კლდის მაღალ მთაზე, ერთი უცნაური ხე იდგა, რომელიც საოცარ სურნელს გამოსცემდა. ამ ხეს ხალხი სასწაულთმოქმედ ხეს ეძახდა, რადგანაც დაჭრილი ნადირი ან ფრინველი მის ფოთოლს თუ შეჭამდა მაშინვე განიკურნებოდა. მეფე მირიანის ვაჟმა რევიმ სასწაულთმოქმედი ხე მოაჭრევინა და მცხეთაში წამოაბრძანა, რომელიც სვეტიცხოვლის ხის სამხრეთის მხარეს აღმართეს. ამ ხისგან დამზადდა სამი ხის ჯვარი, და სამივე ჯვარი 20 მაისს აღიმართა. სწორედ ამიტომ არის ეს დღე ჯვარპატიოსნის სახელით ცნობილი, რომელსაც ქართველი ერი დღესაც ზეიმობს. სასწაულთმოქმედი ხისაგან დამზადებული სამი ჯვარი ასე გადანაწილდა: ერთი აღიმართა მცხეთის ჯვრის ტერიტორიაზე, იქ სადაც ქვის კვარცხლბეკი დგას ჯვრისთვის. მეორე – თხოთის მთაზე (სადაც მირიან მეფეს თვალთ დაუბნელდა.) მესამე კი – უჯარმაში.

მცხეთის არქეოლოგიურ სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალში, სხვადასხვა პერიოდის უნიკალური არქეოლოგიური ნიმუშებია დაცული. მათ შორის უძველეს მიწათმოქმედთა იარაღები (ძვ.წ. IV აღასწ.), პრეისტორიული ხანის საბავშვო სათამაშოები (ძვ.წ. II ათასწ.), ანტიკური ხანის ოქრომჭედლობის არტეფაქტები და ბერძნული აპიგრაფიკის შესანიშნავი ნიმუშები. ასევე აქ დაცულია: ანტიკურრი და ადრეშუასაუკუნეების ხანის უმნიშვნელოვანესი ძეგლები: არმაზციხე-ბაგინეთი-ქალაქ მცხეთის აკროპოლისი და ქართლის მეფეთა რეზიდენცია (ძვ.წ. III – ახ.წ. VIIIსს.), არმაზხევი – პიტიახ-ერისთავტა რეზიდენცია და სამაროვანი, კლდოვანი მთის ციცაბო კალთის ძირას ნაგები მავზოლეუმი (Iს.).

მცხეთის წინაქრისტიანული და ქრისტიანული ხანის უმნიშვნელოვანეს ძეგლთა დიდი ნაწილი UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული.

მოაზმადა შალვა მამუკაშვილმა

sveticxoveli

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s