ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფმა, რადიოტელესკოპის დახმარებით, გრინბენკში ჩაატარეს ექსპერიმენტი ხელოვნურ სიგნალების წარმოშობის ძიებაში. თუმცა არანაირი შედეგი არ მიუღიათ – თუმცა მათ შეაფასეს პოტენციური რიცხვი არამიწიერი ცივილიზაციის, მათი მონაცემებით, ჩვენი გალაქტიკის მილიონი ვარსკვლავიდან მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს უცხოპლანეტელთა სახლი, ნათქვამია სტატიაში, რომელიც დაიბეჭდა Astrophysical Jurnal-ში.ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ენსდრიუ სიემიონი, კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ბერკლში 2011 წლის თებერვლიდან-აპრილის ჩათვლით, ასმეტრიანი რადიოტელესკოპის საშუალებით “უსმენდა” 86 ვარსკვლავს. ტელესკოპ “კეპლერის” მონაცემებით, ამ ვარსკვლავების მახლობლად, არიან დედამიწის მსგავსი პლანეტები. დაკვირვებები მიმდინარეობდა 1,1 -1,9 გიგაგერცის სიხშირეზე, რომელიც დედამიწაზე გამოიყენება ფიჭურ კავშირგაბმულობასა და ტელევიზიებში. მოპოვებული მონაცემებით, მეცნიერები ცდილობდნენ დაეჭირათ მაღალი ინტენსივობის სიგნალები საკმაოდ დაბალ სიხშირეზე – არა უმეტეს 5 გიგაგერცისა, რომელიც შეიძლება მიიღო მხოლოდ ხელოვნურად.
“ჩვენ ვერ ვიპოვეთ (სიგნალები) უცხოპლანეტელები, მაგრამ ჩვენ შევძელით გამოგვეყენებინა ხელსაწყო სტატისტიკური მონაცემებისთვის, რომ პირველად განგვესაზღვრა არამიწიერი ცივილიზაციის რაოდენობა, რომლებსაც შეუძიაღ ამ სიხშირეზე გადმოცემა.” _ აღნიშნა სემიონმა.
მეცნიერთა გათვლების თანახმად, ჩვენი გალაქტიკის მილიონ ვარსკვლავზე მოდის ერთზე მეტი ცივილიზაცია, იმდენად განვითარებული, რომ ჩვენ შეგვიძია მათი “გაგება-მოსმენა”. იმის გათვალისწინებით, რომ გალაქტიკაში დაახლოებით 200-400 მილიონი ვარსკვლავია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ვარსკვლავურ სისტემაში შეიძება არსებობდეს რამდენიმე ათასი ცივილიზაცია.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მათი ექპერიმენტის დროს, მგრძნობელობის დონის აწევით, მიაღწიეს იმას, რომ უცხოპლანატელები მათ გაიგებდნენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი გაცნობიერებულად მომართავდნენ სიხშირეს ჩვენი პლანეტის მიმართულებით.თუმცა მომავალში, როცა მზად იქნება გიგანტური ტელესკოპი SKA, ასტრონომებს შეეძლებათ დაიჭირონ შემთხვევითი სიგნალებიც.