RSS

ლეღვთახევი

07 თებ

leRvTaxevi 006ცოტამ თუ იცის ლეღვთახევის არსებობა. გვეეჭვება რომ თბილისელებმაც იცოდნენ, არათუ საზღვარგარეთ მცხოვრებლებმა. არადა, ლეღვთახევი, დაბახანა, დაბაღხანა, ძველი თბილისის ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი. მდებარეობდა ძველი ქალაქის სამხრეთ ნაწილში, ახლანდელი კრწანისის რაიონის ტერიტორიაზე (მოიცავდა ბოტანიკური ბაღის მიდამოებს).ამ ულამაზეს ადგილს, ლეღვთახევი ეწოდა ამ ადგილებში ლეღვის ხის სიმრავლის გამო. წყაროებში პირველად მოიხსენიება 1429 წელს. ისტორიული წყაროების თანახმად, ლეღვთახევი გამოყოფდა თბილისის უძველეს უბანს კალას საკუთრივ ქალაქისაგან (ახლანდელი აბანოების უბანი). გვიანდელი ფეოდალური ხანის წყაროებში გვხვდება აგრეთვე ლეღვთახევის სხვა სახელწოდებები: წავკისისხევი, სალალაკისხევი (მდინარე წავკისწყლის ანუ სალალალისწყლის სახელის მიხედვით) და დაბახანა (ლეღვთახევში გამომდინარე გოგირდის წყალში ტყავს ამუშავებდნენ მეტყავე-დაბაღები, აქედან – სახელწოდებაც დაბახანა). XIX საუკუნეში ლეღვთახევში ბოტანიკური ბაღი გაშენდა. 2012 წელს განხორციელდა ლეღვთახევის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, თუმცა მოვლას მაინც საჭიროებს.

გიორგი ზედგინიძე
შალვა მამულაშვილი

leRvTaxevi 002 leRvTaxevi 003 leRvTaxevi 004 leRvTaxevi 005 leRvTaxevi 007 leRvTaxevi 008 leRvTaxevi 009 leRvTaxevi 010 leRvTaxevi 011 leRvTaxevi 012

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s