RSS

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში იმყოფებდა

07 თებ

gza gergeTamdeსაერთაშორისო ტურისტული გამოფენა FITUR 2013-ის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი ოფიციალური ვიზიტით მადრიდში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრა გამართა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივანთან, ტალებ რიფაისთან. დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე შეხვდა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, ზოლტან სომოჯის, ევროპის რეგიონულ დირექტორს, იზაბელ გარანიას და ევროპის რეგიონული პროგრამის კოორდინატორს, ბექა ჯაყელს. თემატური შეხვედრები გაიმართა აგრეთვე დარგობრივი პროგრამის ხელმძღვანელებთან. შეხვედრებზე განხილულ საკითხებს შორის იყო მტო-სთან თანამშრომლობის პერსპექტივები, ტურიზმის სტატისტიკის წარმოება და მისი გაუმჯობესების გზები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები, დაგეგმილი ღონისძიებები, სემინარები და კონფერენციები, ასევე რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავების და საერთო ტურისტული პროდუქტების შექმნის საკითხები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც ორგანიზაცია სთავაზობს წევრ სახელმწიფოებს და გულისხმობს მტო-ს ექსპერტების ჩართულობას სხვადასხვა სტრატეგიული თუ მეთოდოლოგიური დოკუმენტების მომზადების კუთხით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო აბრეშუმის გზის პროექტს, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით.

http://www.ghn.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s