სვანეთის ისტორიას დიდი ხნის ისტორია აქვს, ეს ის კუთხეა, სადაც ბატონი არ ჰყოლიათ. სვანებს არც არასდროს უწარმოებიათ დამპრყობლური ომები და არც თავად აბატონებნენ სხვებს. იქ დღემდეა შემორჩენილი ცხოვრებისეული ტრადიციები, ადათ-წესები.სწორედ, აქეთკენ დავადექით თოვლიან გზა. სამეგრელომდე მზიანი ამინდი, მთაშიც გაგვყვა, თუმცა სვანური სუსხი გზაზე მავალ ავტომობილებს პრობლემას უქმნიდა, რამდენჯერმე გავჩერდით და წინ მომავალ ავტომობილების მგზავრებს მივეხმარეთ.
რამდენიმე მგზავრი კი, უიმედოდ ტრანსპორტის მოლოდინში სახლამდე მივიყვანეთ.
ულამაზესი კლდეები, კლდეებიდან კისრისტეხით მომდინარე ჩანჩქერები ენგურს უერთდებიან. და ენგურჰესი…
სვანეთისკენ მიმავალი მოგზაურები გზაშიც უამრავლ ლამაზ ადგილს ნახავს. ამ გზის გავლაც დაუვიწყარ მოგონებად დარჩება – პირველი სვანური კოშკი, ამაყი კლდეები, მთის წვერებიდან მომზირალი ეკლესია-სალოცავები.
სვანური კოშკი სიმაღლით 10-დან 25 მეტრამდეა. ფუძეში ფართე და სიმაღლეში შევიწროებული. კოშკებს, როგორც ციხესიმაგრეებს – დაცვისა და სათვალთვალო ფუნქცია ჰქონდათ, თუმცა საცხოვრებლადაც გამოიყენებდნენ. კოშკები შენდებოდა რიყის ქვით, ფიქალო ფილებით კირის ხსნარით, ხანდახან კვერცხსაც გამოიყენებნენ.
მათი ხილვა წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.