RSS

ჰაწვალი – უვიზიტორო სამთო-სათხილამურო კურორტი

01 თებ

hawvali 001ოლიკო ცისკარიშვილი

მესტიიდან 8 კილომეტრში, ფიჭვნარის გავლით, ჰაწვალია, მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე ადგილი. აქ უკვე სამი წელია მოქმედებს 2 400 მეტრის სიგრძის სათხილამურო ტრასა, რომელიც ევროპის წამყვან სათხილამურო კურორტებს არაფრით ჩამორჩება. ჩვენი სტუმრობისას ჰაწვალი ცარიელი იყო.

hawvali 002 - Copy hawvali 003 - Copy hawvali 004 - Copy hawvali 005 hawvali 006 - Copy hawvali 007 hawvali 008 - Copy hawvali 009 hawvali 010 hawvali 011 hawvali 012 hawvali 013 usha 1001 ushba 1002უნიკალური ტყის მასივით შემოსაზღვრულ ტრასაზე აქა-იქ სრიალებდნენ მოთხილამურეები. კილომეტრნახევრიანი სიგრძის საბაგიროთი ტრასის თავზე ასვლა დღეში სულ რაღაც 15 ლარი ღირდა, მოთხილამურეებს უხაროდათ, რომ ბაკურიანთან შედარებით აქ ნახევარსაათიან რიგებში არ უწევდათ დგომა და ტრასიდან დაშვების სიამოვნებაც მალე ეზიარებოდნენ. თუმცა სამწუხაროა, რომ სვანეთს ზამთარში ნაკლები დამსვენებელი ჰყავს, ვიდრე საქართველოს სხვა ზამთრის კურორტებს, რადგან აქ იდეალური პირობებია შექმნილი დამსვენებლისთვის (დაწყებული სასტუმროს დაბალი ფასებით, რომ არაფერი ვთქვათ საკვებზე და პირველადი მოხმარების საგნებზე).

სათხილამურო ტრასის ზევით, უმშვენიერესი არყის ტყეა, საიდანაც დამსვენებლები უშბის ზვიადი მთებითაც ტკბებოდნენ, თეთნულდის თეთრ კალთებს სიამოვნებით უმზერდნენ და სუფთა ჰაერით ივსებდნენ ფილტვებს. ქვევიდან, კი ამაყი სვანური კოშკები იმზირებიან.

მესტიას დიდი პოტენციალი აქვს ტურიზმის განვითარებისთვის, თუმცა არა მარტო უცხოელმა ტურისტებმა, საქართველოში მცხოვრებლებიც ნაკლებ ინფორმირებულები არიან მის შესახებ.

“წინა მთავრობის დროს, თითქმის ყოველ დღე ხორციელდებოდა ფრენები, კარგი რამე გააკეთეს, ახლა კი კვირაში ერთხელ თუ იქნება მგზავრობა,” – ამბობენ მესტიელები მესტიის თამარ მეფის სახელობის  აეროპორტზე, თუმცა იმასაც იძახიან, რომ მისი ფორმა არ მოსწონთ, ჩექმას ადარებენ. თუმცა ეს ალბათ მეათასე ხარისხოვანი პრობლემაა.

ჰაწვალზე სამი სათხილამურო ტრასაა, რომელთა გამოყენებაც არა მხოლოდ მოყვარულებისთვის, არამედ სპორტული შეჯიბრებებისთვისაც არის შესაძლებელი.

სათხილამურო ტურიზმის გარდა, მესტია, ალპინისტებსაც აინტერებთ. უშბა, რომელიც ყველაზე მაღალი მწვერვალი არაა, მაგრამ ბევრი ალპინისტის ოცნებაა. სირთულის მიხედვით, მას უმაღლესი მეხუთე კატეგორია აქვს მინიჭებული. ორქიმიანი გოლიათი ბევრი ალპინისტის სიკვდილის მიზეზიც გამხდარა. იყო პერიოდი, როდესაც უშბაზე ცოცვა აიკრძალა სვანეთის ფერდიდან ე.წ. “სარკის” – 1200 მეტრის სიმაღლის ციცაბო კედლის გავლით.

უშბით, არა მარტო ალპინისტები, შეიძლება სათხილამურო ტურიზმის განვითარების მესვეურებიც დაინტერესდნენ. ადგილობრივების თქმით, უშბის კალთა უნიკალურია სათხილამურო ტრასის მოსაწყობად, რადგან იქ ზაფხულის ნებისმიერ დროს შეიძლება თხილამურებით სრიალი.

ვიტალი გვარლიანის თქმით, მესტიაში და კერძოდ ჰაწვალში, ადრე უფრო ბევრი ხალხი ჩამოდიოდა, ეხლა ნაკლებად. “ეს იმის ბრალია, რომ ძალიან ცუდი ტურისტული მენეჯმენტი საქართველოში, ჰაწვალის გარდა, უშბის ძირი ძალიან პერსპექტიულია, რადგან იქ აგვისტოშიცაა თოვლი და შეიძლება სათხილამურო ტრასის გაკეთება. ყველაფერს მოვლა უნდა.: – ამბობს ჰაწვალზე, ერთ-ერთი სასტუმორს მენეჯერი, რომელიც იმ იმედით შეჰყურებს მომავალს, რომ ჰაწვალიც მიიღებს ბევრ სტუმარს, რადგან მსოფლიოში, ერთ-ერთი საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტია, თავისი განუმეორებელი ფიჭვნარითა და ცად აზიდული მწვერვალებით.

 

უშბა ჰაწვალიდან გადაიღო პაატა ადეიშვილმა

Advertisements
 

One response to “ჰაწვალი – უვიზიტორო სამთო-სათხილამურო კურორტი

  1. Rusudan Tsiskreli

    01/02/2013 at 11:47

    კარგად ვიცი მაქაურობა. მანდ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი, არსებული ინფრასტრუქტურა არასაკმარისია. თუნდაც მესტიიდან ჰაწვალამდე 8 კმ გავლაა საჭირო, რაც ფული ღირს. წინა მთავრობას დიდი გეგმები ჰქონდა სვანეთზე, ახლა არაფერი აღარ ისმის. ტურიზმის მენეჯმენტში ადრეც იყო ჩავარდნები…

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s