RSS

მადრიდი ექსპო (FITOUR 2013)

01 თებ
turizmis administracia2013 წლის 30 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეობას მიიღებს ესპანეთში, ქალაქ მადრიდში, საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა-ბაზრობაში „FITUR 2013”. აღნიშნული გამოფენა ერთერთი ყველაზე მაშტაბურია მსოფლიოში, მასში 10 644 კომპანია მონაწილეობს 166 ქვეყნიდან, 7 532 ჟურნალისტი ესწრება და საშუალოდ 124 700-მდე ვიზიტორი სტუმრობს.საქართველოს სტენდზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი კომპანიები: Caucasus Travel, Visit Georgia, Georgian Discovery Tours, Georgica Travel, Explore Georgia, და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2011 წლიდან 2012 წლამდე ესპანეთიდან დაფიქსირდა ტურისტების 12%–იანი ზრდა.
FITOUR 2013-ის ფარგლებში 2-5 თებერვალს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UN WTO) გენერალური მდივნის ტალიბ რიფაის მიწვევით მადრიდში გაემგზავრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება გენერალურ მდივანს, სადაც განიხილება მომავალი თანამშრომლობის გეგმები და ახალი პროექტები.

ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s