საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდი ორ თებერვლამდე შენარჩუნდება. ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის განცხადებით თოვა მოსალოდნელი არ არის.თუმცა, წვიმის ინტენსიობა აღმოსავლეთ საქართველოსთან შედარებით დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება.
ღამის განმავლობაში წვიმა შენარჩუნდება, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში. ხვალაც, 30 იანვარს საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია წვიმა, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს, თუმცა გაძლიერდება დასავლეთის ქარი 10-15, შესაძლებელია 17-22 მ/წმ. ტემპერატურას რაც შეეხება თბილისში ჰაერი, ხვალ 30 იანვარს 8 გრადუსამდე, 31 იანვარას კი 7 გრადუსამდე გათბება.
აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი პირველი თებერვლიდან, დასავლეთ საქართველოში კი 2 თებერვლიდან გამოვა.