28 იანვრამდე საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. ამის მიუხედავად ტემპერატურა არ დაეცემა.
თბილისში, ხვალ მოსალოდნელია ნალექი მცირე წვიმის სახით, მცირე წვიმაა მოსალოდნელი 25 იანვარს, მაგრამ ტემპერატურა არ დაეცემა და სითბო შენარჩუნდება.რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს 28 იანვრამდე იქაც წვიმაა მოსალოდნელი და ტემპერატურა 11-16 გრადუსამდე შენარჩუნდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 10-15 გრადუსამდე. თბილისში კი ტემპერატურა 14-18 გრადუსამდე გათბება, – აცხადებენ სინოპტიკოსები.