RSS

ჩარგალში იგეგმება ბალნეოლოგიური კურორტის აშენება

23 იან

tye 4სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილემ დავით შერვაშიძემ ჩარგალში მინერალური წყლების მწარმოებელი საწარმო ,,ჩარგლის წყაროები” მოინახულა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო ნატურალურ არომატიზატორებით დამზადებულ სხვადასხვა სახის ლიმონათს და წყაროს წყალს აწარმოებს. ქარხანაში 21 ადგილობრივია დასაქმებული. მომავალში იგეგმება საწარმოს გაფართოვება და კიდევ 30-მდე ადგილობრივის დასაქმება. ,,ჩარგლის წყაროების” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, საწარმოს ტერიტორიაზე არსებული სამკურნალო წყლების ოპტიმალური ათვისებისა და გამოყენების მიზნით, დაგეგმილია ბალნეოლოგიური კურორტის აშენებაც. ეს ტურისტების მოზიდვას განაპირობებს, რაც რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს.დღესვე, მინისტრის მოადგილემ სოფელ შუაფხოში შპს ,,აიესჯი”-ს (ISG) საკალმახე მეურნეობაც დაათვალიერა. მეურნეობაში სხვადასხვა ჯიშის კალმახის მოშენება მიმდინარეობს. დავით შერვაშიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი საწარმოების შექმნა და ხელშეწყობა განსაკუთრებით მაღალმთიან რაიონებში. ეს ხელს უწყობს ადგილობრივების დასაქმებას და მათი შემოსავლების ზრდას, ასევე საქართველოში მეთევზეობის განვითარებას.
მეურნეობაში დიდი ყურადღება ექცევა ქართული ჯიშის (,,არაგვის”) კალმახის გამრავლებას. მეურნეობის ხელმძღვანელობის ინიციატივით, მომავალში მოხდება კალმახის არაგვში გაშვებაც, რაც ხელს შეუწყობს მდინარეში შემცირებული თევზის გამრავლებას.
მეურნეობაში 6 ადგილობრივია დასაქმებული. საკალმახე საწარმოს წარმადობა წელიწადში 50 ტონას შეადგენს.
საწარმოში დანერგილი ახალი სისტემისა და ტექნოლოგიების საშუალებით, მკაცრ ბუნებრივ პირობებშიც კი შესაძლებელია მსგავსი ტიპის მეურნეობების შექმნა. შპს ,,აიერჯი”-ს დამფუძნებლის გიორგი ლომიძის განცხადებით, მიმდინარე წელს კომპანიას დაგეგმილი აქვს საქართველოს სხვადასხვა მაღალმთიან რეგიონში მსგავსი ტიპის საკალმახე მეურნეობების აშენება.

http://www.ghn.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s