2013 წლის 27 იანვარს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართება 22 ივლისს ხევსურეთში ტრაგიკულად დაღუპული მომღერლის თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო.
საღამოზე ფოლკლორული ანსამბლები და მომღერლები შეასრულებენ თეონას სიმღერებს. პოეტები წაიკითხავენ მის და მისადმი მიძღვნილ ლექსებს, მეგობრები გაიხსენებენ თეონას.თეონა 27 იანვარს 29 წლის გახდებოდა.
თეონა ბავშვობიდან აქტიურად მონაწილებდა სხვადასხვა ფოლკლორულ კონცერტებსა და ფესტივალებზე. იყო ანსამბლ „სიონის ზარების“ სოლისტი. თავად წერდა ტექსტებს საკუთარი მელოდიებისთვის. გამოცემული ჰქონდა სიმღერების სოლო ალბომი „ვეღარც სიმღერით გითხარ ამდენი სიყვარული“. 2012 წელს გამოცა მისი ლექსების კრებული – “მთის ბუმბული”
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 22 ივლისს, ხევსურეთში, მუცოს ხეობაში, დღეობის შემდეგ გზად მანქანა გადავარდა ადიდებულ მდინარეში, სადაც 10 ადამიანი იჯდა – თეონა ქუმსიაშვილი და მისი მეუღლე ხევსური პოეტი და მომღერალი გელა დაიაური 2 შვილთან (2 წლის დემეტრე და 9 თვის ჯარჯი), თეონას და ნათია ქუმსიაშვილი, ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი, ნათესავი თეონა ჭინჭარაული, მეგობარი ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფიო ღოღობერიძე და მათი 4 თვის შვილი მამუკა. ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი. გადარჩნენ გელა დაიაური, თორნიკე ქუმსიაშვილი და თეონა ჭინჭარაული. დემეტრე დაიაურისა და მამუკა არაბულის ცხედრების პოვნა ვერ მოხერდა.
თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო
23
იან