24-27 იანვარს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თურქეთში, ქალაქ სტამბულში ტურისტულ გამოფენა-ბაზრობა EMITT-ში (East Mediterranean Tourism and Travel Exhibition) მონაწილეობს. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია წარმოდგენილია დამოუკიდებელი სტენდით. აღნიშნული გამოფენა უკვე 17 წელია იმართება და ერთერთი ყველაზე მასშტაბურია რეგიონში. მას ყოველწლიურად 60 ქვეყანა და 130 000 ვიზიტორი სტუმრობს. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობა EMITT-ის ფარგლებში იმართება „შავი ზღვის მინისტერიალი“, სადაც სიტყვით წარსდგებიან შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების მინისტრები. საქართველოს სახელით მოხსენებით გამოვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც თანამშრომლობის პერსპექტივებსა და საქართველოში ტურიზმის ტენდენციებზე ისაუბრებს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თურქეთში, ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში მიიღებს მონაწილეობას
22
იან