RSS

სტიქიით დაზარალებული ოჯახები საშუალოდ 6-დან 8 ათას ლარამდე მიიღებენ

21 იან

wyalwaRebulniკახეთში სტიქიით დაზარალებულმა ოჯახებმა საშუალოდ შესაძლოა, 6-დან 8 ათას ლარამდე მიიღონ. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განუცხადა. მისი თქმით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ძალიან დეტალურად იყო აღწერილი და თითოეული სოფლისა და ოჯახის ასეთი აღწერა არასდროს ჩატარებულა.მინისტრის განმარტებით, აღწერის დოკუმენტს, ანუ შესაბამის ანკეტას ხელს აწერს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ოჯახის წევრებიც, რომლებიც აღწერის პროცესს ესწრებოდნენ. ისინი თავიანთი ხელმოწერებით ადასტურებენ, რომ მათ დამატებით არა აქვთ პრეტენზია ამ საკითხზე.
“ვფიქრობ, რომ მოსახლეობის მხრიდან გულისწყრომა არ უნდა იყოს. მიმდინარეობს საბანკო ანგარიშების გახსნა 28.500-ვე დაზარალებულ ოჯახზე. ანგარიშების გახსნის დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად დაიწყება კომპენსაციების გაცემა”, – განაცხადა ნარმანიამ.
მისი თქმით, თითოეული სოფლის რწმუნებული ინფორმირებული იქნება კონკრეტულ ოჯახებთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა გამოცხადდნენ საბანკო დაწესებულებებში იმისთვის, რომ თავიდან იყოს არიდებული რიგები და პროცესი კარგად წარიმართოს.
ამასთან, მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დაზარალებულები კომპენსაციას სრულად მიიღებენ, რაც მათ ანკეტაშია დაფიქსირებული.
რაც შეეხება სახურავების შეკეთების პროცესს, ნარმანიას განცხადებით, ეს პროცესი თითქმის დასრულებულია, თუმცა კიდევ გადახედავენ, თუ კიდევ არის სადმე რაიმე დარჩენილი.
“საშუალოდ ოჯახმა შესაძლოა,  6-დან 8 ათას ლარამდე მიიღოს. თუკი ფიზიკურ პირს ჰქონდა უფრო მეტი ნაკვეთი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისინი უფრო მეტს მიიღებენ”, – დასძინა დავით ნარმანიამ.

“კახეთის მოსახლეობისთვის საბანკო ანგარიშების გახსნის შემდეგ კომპენსაციების დარიგება დაიწყება”, – განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.

http://www.ipn.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s