RSS

კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციების გაცემა ხვალიდან დაიწყება

21 იან

stiqia kaxetSi 001ფონდი “ქართუ” კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციების გაცემას ხვალიდან დაიწყებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მაგდა პოპიაშვილის განცხადებით, დღეს ფონდ “ქართუს” ბენეფიციართა 10%-ის სია გადაეგზავნება.ფონდი მოამზადებს მათ სახელზე ანგარიშებს, ამავდროულად, გამგეობის შენობებში გამოქვეყნდება დაზარალებულთა იმ 10%-ის სია, რომელთა შესახებ მონაცემები “ქართუს” უკვე ექნება. ხვალიდან, ფონდი “ქართუ” მათ სახელზე კომპენსაციების გაცემას დაიწყებს. დანარჩენი დაზარალებულების სიების გადაგზავნა ფონდ “ქართუსთვის” ეტაპობრივად მოხდება. ბენეფიციართა მომდევნო 10%-ის სიის გაგზავნა კვირის ბოლოსთვის იგეგმება.კახეთის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ფონდი “ქართუ” 100 მილიონ ლარამდე გამოყოფს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომპენსაცია კახეთის ხუთ რაიონში, 28 500 ოჯახზე განაწილდება. კახეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარის, თენგიზ შერგელაშვილის ცნობით, დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის ოდენობა 100 ლარიდან რამდენიმე ათას ლარამდე განისაზღვრა.

ფონდ “ქართუს” აღმასრულებელი დირექტორის, ნიკო ჩხეტიანის თქმით, სოფლის მეურნეობის ზარალის ასანაზღაურებლად ფონდმა 95 მილიონი ლარი გამოყო, ხოლო სახურავების შესაკეთებლად დამატებით 5 მილიონ ლარამდე გადაირიცხება. მისივე განცხადებით, ჯამში ფონდი “ქართუ” სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის დაახლოებით 100 მილიონ ლარამდე გამოყოფს.
კახეთის გუბერნატორის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, კახეთის 5 რაიონის გამგეობაში სახურავების პრობლემასთან დაკავშირებით 6 500-მდე განაცხადი შევიდა, გადაიხურა 100-ზე მეტი სახლი, შესაკეთებელი სამუშაოებისთვის კომპენსაცია გაიცა 350 ოჯახზე. თენგიზ შერგელაშვილის განმარტებით, პროცესი გაგრძელდება და ჯამში სახურავების მოწესრიგება შეეხება ყველა იმ ოჯახს, რომელიც სტიქიის შედეგად დაზარალდა. მისივე თქმით, თითოეულ სოფელში 5-8 კაციანი, ჯამში 97 კომისია მუშაობდა, რომელმაც თითოეულ ოჯახზე შეადგინა აქტი. სულ სამინისტროში 28 000-ზე მეტი აქტი არსებობს.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s