RSS

კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ფონდი “ქართუ” 100 მილიონ ლარამდე გამოყოფს

18 იან

stiqia kaxetSi 001კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ფონდი “ქართუ” 100 მილიონ ლარამდე გამოყოფს. კომპენსაციების გაცემა 21 იანვრიდან დაიწყება. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კახეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის შემსწავლელი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, კომპენსაცია კახეთის 5 რაიონში, 28 500 ოჯახზე განაწილდება. კომისიის თავმჯდომარის თენგიზ შერგელაშვილის თქმით, დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის ოდენობა 100 ლარიდან რამდენიმე ათას ლარამდე განისაზღვრა. ფონდ “ქართუს” აღმასრულებელი დირექტორის ნიკო ჩხეტიანის თქმით, სოფლის მეურნეობის ზარალის ასანაზღაურებლად ფონდმა 95 მილიონი გამოყო, ხოლო სახურავების შესაკეთებლად დამატებით 5 მილიონ ლარამდე გადაირიცხება. ჩხეტიანის თქმით, ჯამში ფონდი ქართუ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის დაახლოებით 100 მილიონ ლარამდე გამოყოფს. ამასთან, კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, “ქართულ ოცნებას” ზარალის სრულად ანაზღაურების დაპირებას იძლეოდა და მათი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ეს დაპირება შესრულდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მოვლენები იყოს გამჭვირვალე და ყველაფერი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ხდებოდეს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ კახეთის 5 რაიონის გამგეობაში სახურავების პრობლემასთან დაკავშირებით 6 500-მდე განაცხადი შევიდა, გადაიხურა 100-ზე მეტი სახლი, შესაკეთებელი სამუშაოებისთვის კომპენსაცია გაიცა 350 ოჯახზე. თენგიზ შერგელაშვილის განმარტებით, პროცესი გაგრძელდება და ჯამში სახურავების მოწესრიგება შეეხება ყველა იმ ოჯახს, რომელიც სტიქიის შედეგად დაზარალდა. მისივე თქმით, თითოეულ სოფელში 5-8 კაციანი, ჯამში 97 კომისია მუშაობდა რომელმაც თითოეულ ოჯახზე შეადგინა აქტი. მისივე თქმით, სამინისტროში 28 000-ზე მეტი აქტი არსებობს.

http://www.ipn.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s