RSS

გლობალური დათბობა მკაცრი ყინვების თანხლებით წარიმართება

15 იან

balaxi bakurianiანომალიური ყინვები, რომელიც უკანასკნელ ხანს დედამიწაზე დაიწყო, თითქოს არ ამართლებს გლობალური დათბობის პროცესის დაწყების თეორიას. თუმცა, როგორც მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, ყინვები სწორედ სამომავლო მკვეთრი კლიმატური ცვლილებების მაჩვენებელია. ამის შესახებ Live Science წერს. თოვლის მოსვლა ახლო აღმოსავლეთში, ასევე, ყინვები კალიფორნიაში, რომელიც მიმდინარე ზამთარს დაფიქსირდა, ტემპერატურის ცვლილებას მოასწავებს. „ცივი ზამთარი თბილ რეგიონებში, სწორედ გლობალური დათბობის მაჩვენებელია”, – აცხადებს პენსილვანიის უნივერსიტეტის კლიმატოლოგი მაიკლ მანი. სპეციალისტი იმასაც ამტკიცებს, რომ კლიმატური ანომალიები სულ უფრო ხშირი გახდება, ხოლო წლის გარკვეული დროისათვის დამახასიათებელი ამინდი – იშვიათობა.

მთლიანობაში, პლანეტაზე ტემპერატურა ზრდას განაგრძობს. „დედამიწის ზედაპირზე, უკანასკნელი ასწლეულის განმავლობაში, ტემპერატურა მატულობს. თუ ეს პროცესი ასეთი ფორმით გაგრძელდა, ჩვენ სერიოზული ნეგატიური ცვლილებები გველის”, – ამტკიცებს მეცნიერი და ავსტრალიაში ამჟამად მიმდინარე ხანძრებს და გასულ ზაფხულს, აშშ-ში დაფიქსირებულ სიცხის რეკორდულ მაჩვენებელს იხსენებს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში, მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ 22-ე საუკუნის დასაწყისში, დედამიწაზე ტემპერატურა, შესაძლოა, 4 გრადუსით გაიზარდოს, რის შედეგადაც პლანეტაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათ შორის ეკოსისტემის განადგურება და ოკეანის დონის აწევა მოხდება. ტემპერატურის მატება მკვეთრად უარყოფითად აისახება პლანეტის ღარიბ რეგიონებზე. ოკეანის დონის აწევას კი სხვადასხვა კატაკლიზმები, მათ შორის წყალდიდობები და ქარიშხლები მოჰყვება.

http://www.ghn.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s