RSS

შარშან ტურისტების რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა

13 იან

mewyrebi 22012 წელს საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 56%-ითაა გაზრდილი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2012 წელს საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ 4 მლნ 389 ათას 256 კაცი შეადგინა, რაც 56%-ით მეტია 2011 წლის მონაცემებთან შეადრებით. სტატისტიკური ინფორმაცით, 2011 წელს საქართველოს 2 მლნ 822 ათას 363 ვიზიტორი ყავდა.2012 წელს საქართველოს ევროპიდან 4 მლნ 190 ათას 737 ტურისტი ყავდა, რაც 2011 წლის მონაცემებთან შედარებით 55%-ით მეტია. რაც შეეხება ამერიკის კონტინენტიდან შემოსულ ტურისტებს, მათი რაოდენობა 2012 წელს 2011 წელთან შედარებით 16%-ითაა გაზრდილი. აფრიკისა და შუა აზრიის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების ზრდამ 2012 წელს 44%-ი შეადგინა.

37%-ითაა გაზრდილი დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა. 2012 წელს საქართველოს დსთ-ს სივრცის ქვეყნებიდან 2 მლნ 451 ათას 971 ვიზიტორი ყავდა, რაც 664 ათას 305 ვიზიტორით მეტია 2011 წლის მონაცემებთან შედარებით. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2012 წელს საქართველოში სომეხი ტურისტების რაოდენობა 29 %-ით, აზერბაიჯანელი ტურისტების რაოდენობა 30 %-ით, ხოლო თურქი ტურისტების რაოდენობა – 107%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება რუსეთს, 2012 წელს საქართველოში რუსეთიდან 508 ათას 513 ვიზიტორი შემოვიდა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით 83 %-ითაა გაზრდილი.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s