RSS

შარშან აჭარას 1 მლნ.491 ათას 922 ტურისტი სტუმრობდა

09 იან

baTumi 016აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, 2012 წლის იანვარ-დეკემბერში სულ აჭარაში 1 მლნ. 491 ათას 922 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც წინა წლის იანვარ-დეკემბერთან შედარებით 13.1%-ით მეტია, ხოლო 2010-თან შედარებით კი 53.1%-ით მეტი. სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2011 წლის იანვარ-დეკემბერში სულ აჭარაში 1 მლნ 319 ათას 513 ვიზიტორი ჩავიდა, ხოლო 2010 წლის იანვარ-დეკემბერში 974 ათას 563 ვიზიტორი.2012 წლის იანვარ-დეკემბრის თვეში აჭარაში ჩასულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობამ 747 ათას 422 ვიზიტორი შეადგინა, ეს მონაცემები კი 2011 წლის დროის იმავე პერიოდთან შედარებით 55.4%-ით მეტია. 2011 წლის იანვარ-დეკემბერში აჭარას 480 ათას 852 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა, ხოლო 2010 წელს კი 312 ათას 275 ვიზიტორი.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს 2011 წლის მონაცემებთან შედარებით, შიდა ვიზიტორთა რაოდენობა 11,2 %-ითაა შემცირებული.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s