RSS

დიდთოვლობის გამო დუშეთის რაიონში 30 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

09 იან

qoxiდიდთოვლობის გამო, დუშეთის რაიონში 30 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. როგორც “ინტერპრესნიუსს” დუშეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა რეზო ყარმაზანაშვილმა განუცხადა, ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარი 1 მეტრ სიმაღლეს აღწევს, რამაც 280 სოფლიდან 30 დასახლებული პუნქტი გარესამყაროს მოწყვიტა.“სოფლებამდე გზების გასაწმენდად სპეცტექნიკა უკვე მუშაობს. მიუხედავად ამისა, რთული ვითარებაა მთიულეთში, სადაც ზვავსაშიშროებაა და იქ გაზაფხულამდე მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენებით მოხერხდება. დიდთოვლობის გამო, ყველაზე მძიმე მდგომარეობაა შატილის, უკანა ფშავის და ბარისახოს თემების სოფლებში. ასევე, სპეცტექნიკამ მუშაობა გააჩერა მთიულეთში-მლეთის მხარეს, ვინაიდან დიდთოვლობის გამო გზების გაწმენდას ამ ეტაპზე აზრი არ აქვს”,-განაცხადა რეზო ყარმაზანაშვილმა.
ყარმაზანაშვილის ინფორმაციით, ცუდი ამინდის გამო, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და მოსახლეობის უმრავლესობას ამ ეტაპზე ელექტროენერგია არ მიეწოდება.

http://www.ipn.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s