RSS

გუდაური – კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

08 იან

zamt8მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, ზვავსაშიშროებისა და ქარბუქის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  აკრძალულია. – აცხადებენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
მათივე ცნობით, არაგვისპირი-გუდაურისა(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია არაგვისპირიდან ფასანაურამდე და სტეფანწმინდიდან ლარსამდე მონაკვეთებზე. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-გუდაური(ფოსტა) და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთებზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანპორტის მოძრაობა თავისუფალია.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, საქართველოს გზებზე სხვა რეჟიმები არ მოქმედებს და ყველა სხვა მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s