Costa Concordia-ს კატასტროფის ადგილას, გერმანელი ტურისტები ზღვაში სიკვდილს გადაურჩნენ. ორშაბათს, ტელეკომპანია Sky News-მა, განაცხადა, რომ იტალიის სანაპირო დაცვამ ხუთი გერმანელი ტურისტი გადაარჩინა. ცნობილია, რომ ტურისტებმა გადაწყვიტეს კუნძულ ჯილიოსთან მომხდარი კატასტროფის ნანგრევების მონახულება.გერმანელი ტურისტები, მოგზაურობდნენ გემით Costa Magica, რომელიც კომპანიას, Costa Cruises ეკუთვნოდა. მათ შორის, იმყოფებოდა ორი მცირეწლოვანი ბავშვიც. მოგზაურობის გეგმის მიხედვით, ტურისტები გაჩერდნენ ქალაქ ჩივიტავეკიაში, რომლის მახლობლადაც 2012 წლის იანვარში, ამ კომპანიის გემი ჩაიძირა. დღესდღეობით, გემის ნანგრევები კუნძულთან არის დარჩენილი.
ცნობისმოყვარე ტურისტებმა, ნავი დაიქირავეს, რათა საკუთარი თვალით ენახად ნანგრევები. დაგეგმილი ტურის დროს, ამინდი გაფუჭდა და ქარიშხალი ამოვარდა. გემმა, ძლიერი ქარის და მაღალი ტალღების გამო, კონტროლი დაკარგა. საბედნიეროდ, გერმანელებს მაშველები დაეხმარნენ და ცნობისმოყვარე ტურისტები გადაურჩნენ კონკორდიას მგზავრების ბედს.
იტალიის გემმა Costa კონკორდიამ, 2012 წლის 14 იანვარს, ღამით, კუნძულ ჯილიოს მახლობლად, კატასტროფა განიცადა. გემის ბორტზე, 4.2 ათასი ადამიანი იმყოფებოდა. კატასტროფამ 32 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი მათგანი კვლავ დაკარგულად ითვლება. გროსეტოს პროკურატურა, რომელიც გამოძიებას ატარებს, ადანაშაულებს გემის ყოფილ კაპიტანს და ბრალს დებს დაუდევრობაში. ასევე გემის დატოვებაში, მაშინ როდესაც ის საფრთხეშია. პროკურატურა გემის კაპიტანს გარემოს დაბინძურებაშიც დებს ბრალს.
კაპიტნის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და უახლოეს მომავალში განსახილველად სასამართოს გადაეცემა.
მოამზადა ბელა არუთინოვმა