RSS

ბაკურიანი – ეკოტურიზმისა და სამკურნალო ტურიზმის მოყვარულთათვის

06 იან
bakuriani 2ამალია ამბარცუმიანი
საქართველოში ერთ-ერთი საზამთრო კურორტი ბაკურიანია. ზამთრის პერიოდში თოვლი რამდენიმე თვის განმავლობაში მოდის დეკემბრიდან მარტის დასაწყისამდე. ბაკურიანის ისტორია კი ბორჯომიდან იწყება. XIX საუკუნეში, ბორჯომის მინერალური წყალი, თავის სამკურნალო თვისების გამო, ყურადღების ცენტრში მოექცა. 1890 წლიდან „ბორჯომის“ წყლის საწარმოო ჩამოსხმა იწყება. ხოლო 1898-1901 წელს გაიყვანეს ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა. ბაკურიანი გაშლილია ე. წ. ბაკურიანის ქვაბულის ძირზე, ვულკან მუხერიდან ამოხეთქილი ლავაზე. ბაკურიანის მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყით. 1902-1910 წლებში, კოხტაგორის ფერდობზე, როლოვისა და ფომინის ხელმძღვანელობით გაშენდა მაღალიმთის ბოტანიკური ბაღი.
bakurianiბოტანიკური ბაღის სტუმართმოყვარე ხემლძღვანელი კოზლოვკსი აქ ჩამოსული დამწყები მოთხილამურეების ხელშემწყობი ხდება. ევროპაში იმ დროს სათხილამურო ბუმი იყო და საქართველოშიც ახალ ჩამოსულმა გიორგი ნიკოლაძემ პირველად ჩამოიყვანა საქართველოში მოთხილამურეები. 1935 წელი ბაკურიანის, როგორც სათხილამურო სპორტის ცენტრის, დაბადების წელია. 1935 წლის 6 იანვარს საზეიმო ვითარებში გაიხსნა სამთო-სათხილამურო სკოლა და ფიზკულტურის სახლი. ბაკურიანს „საბჭოთა-სათხილამურო სპორტის დედაქალაქი“ შეარქვეს. 1950 წელს აშენდა კერ 45, შემდეგ კი 75 მეტრიანი ტრამპლინი. ბაკურიანში დაიდგა საბჭოთა კავშირში პირველი საბუქსირო გზა. დაუჯერებელია, მაგრამ 1954 წლამდე მოთხილამურეები ფეხით ადიოდნენ კოხტაგორის წვერზე და ტრასასაც ფეხით ტკეპნიდნენ.
ბაკურიანში ასევე გამოიყვანეს თეთრი მელიები. გიორგი გიორგაძემ თავის მეგობრებთან ერთად, დიდი წარმატებას მიაღწიეს. მათ გამოიყვანეს „ქართული თეთრი მელა“, რომლებიც ეხლა ბაკურიანი ტყეებში ბინადრობენ.
ბაკურიანში დღესაც შესანიშნავი პირობებია სასრიალოდ. აქ რთული, ადვილი და საშუალო სირთულის 16-მდე ტრასაა. კოხტა გორა, რომელიც ზღვის დონიდან 21554,4 მეტრზე მდებარეობს. კარგ ამინდში კოხტა გორის მწვერვალიდან მთელი კავკასიონი მოჩანს შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე. 2008 წელს ბაკურიანში დიდველის სათხილამურო ტრასა გაიხსნა. დიდველზე, ჯერ-ჯერობით 2 საბაგირო მუშაობს. დიდველის მწვერვალიდან კავკასიონის ქედი მოჩანს. 25-იანის სახელით ცნობილი მარტივი სათხილამურო ტრასები ძველ, 25 მეტრიან ტრამპლინთან ახლოს, წრიულზე მდებარეობს. ბაკურიანის ცენტრში პარკი, დამრეც ფერდობზეა, სადაც 2 სათხილამურო ტრასაა. გარდა თხილამურებსა და ციგებზე სრიალისა, აქ შეგიძლიათ ცხენებითა და თოვლმავლებით ისეირნოთ. პარკში ასევე 2011 წელს გახსნა „ჯოილენდი“ . აქვე ერთ-ერთი განსხვავებული გასართობია ტუბინგიც, სადაც ტრასაზე ტუბებით – ფერადი, გასაბერი ციგებით – ყველა ასაკის ადამიანი სიამოვნებით სრიალებს.
ბაკურიანში დასვენება წლის ყველა დროს სასარგებლო და საინტერესოა: ტყიანი მთები, მინერალური წყაროები, ბორჯომის უნიკალური ხეობის ბუნებისა თუ კულტურის ძეგლებისაკენ მიმავალი ტურისტული მარშრუტები – ჯანმრთელობისა და კარგი განწყობის საწინდარია.
ფოტო: ოლიკო ცისკარიშვილი
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s