საქართველოში ერთ-ერთი საზამთრო კურორტი ბაკურიანია. ზამთრის პერიოდში თოვლი რამდენიმე თვის განმავლობაში მოდის დეკემბრიდან მარტის დასაწყისამდე. ბაკურიანის ისტორია კი ბორჯომიდან იწყება. XIX საუკუნეში, ბორჯომის მინერალური წყალი, თავის სამკურნალო თვისების გამო, ყურადღების ცენტრში მოექცა. 1890 წლიდან „ბორჯომის“ წყლის საწარმოო ჩამოსხმა იწყება. ხოლო 1898-1901 წელს გაიყვანეს ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა. ბაკურიანი გაშლილია ე. წ. ბაკურიანის ქვაბულის ძირზე, ვულკან მუხერიდან ამოხეთქილი ლავაზე. ბაკურიანის მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყით. 1902-1910 წლებში, კოხტაგორის ფერდობზე, როლოვისა და ფომინის ხელმძღვანელობით გაშენდა მაღალიმთის ბოტანიკური ბაღი.

ბაკურიანში ასევე გამოიყვანეს თეთრი მელიები. გიორგი გიორგაძემ თავის მეგობრებთან ერთად, დიდი წარმატებას მიაღწიეს. მათ გამოიყვანეს „ქართული თეთრი მელა“, რომლებიც ეხლა ბაკურიანი ტყეებში ბინადრობენ.
ბაკურიანში დღესაც შესანიშნავი პირობებია სასრიალოდ. აქ რთული, ადვილი და საშუალო სირთულის 16-მდე ტრასაა. კოხტა გორა, რომელიც ზღვის დონიდან 21554,4 მეტრზე მდებარეობს. კარგ ამინდში კოხტა გორის მწვერვალიდან მთელი კავკასიონი მოჩანს შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე. 2008 წელს ბაკურიანში დიდველის სათხილამურო ტრასა გაიხსნა. დიდველზე, ჯერ-ჯერობით 2 საბაგირო მუშაობს. დიდველის მწვერვალიდან კავკასიონის ქედი მოჩანს. 25-იანის სახელით ცნობილი მარტივი სათხილამურო ტრასები ძველ, 25 მეტრიან ტრამპლინთან ახლოს, წრიულზე მდებარეობს. ბაკურიანის ცენტრში პარკი, დამრეც ფერდობზეა, სადაც 2 სათხილამურო ტრასაა. გარდა თხილამურებსა და ციგებზე სრიალისა, აქ შეგიძლიათ ცხენებითა და თოვლმავლებით ისეირნოთ. პარკში ასევე 2011 წელს გახსნა „ჯოილენდი“ . აქვე ერთ-ერთი განსხვავებული გასართობია ტუბინგიც, სადაც ტრასაზე ტუბებით – ფერადი, გასაბერი ციგებით – ყველა ასაკის ადამიანი სიამოვნებით სრიალებს.
ბაკურიანში დასვენება წლის ყველა დროს სასარგებლო და საინტერესოა: ტყიანი მთები, მინერალური წყაროები, ბორჯომის უნიკალური ხეობის ბუნებისა თუ კულტურის ძეგლებისაკენ მიმავალი ტურისტული მარშრუტები – ჯანმრთელობისა და კარგი განწყობის საწინდარია.
ფოტო: ოლიკო ცისკარიშვილი