RSS

მიწისძვრით დაზარალებულებს აჭარის მთავრობა დაეხმარება

29 დეკ

miwisZvraაჭარაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დაეხმარება. ბათუმში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ სამთავრობო კომისიის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 28 ოჯახს, რომელთა სახლშიც ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს, 300-ლარიან კომპენსაციას ბინის ქირისთვის გამოუყოფენ.  “ქობულეთში 240, ხოლო ხელვაჩაურში 100 ოჯახი დაზარალდა. გამგებლებს ვთხოვეთ, პირველ რიგში, ძლიერ დაზიანებული შენობები დაეთვალიერებინათ. 19 ოჯახის სახლი ქობულეთში და 8 ოჯახის სახლი ხელვაჩაურში საცხოვრებელად სიცოცხლისთვის საშიშია და აღდგენას არ ექვემდებარება”. – განაცხადა აჭარის გარემოს დაცვის გეოლოგიური სამმართველოს უფროსმა ტარიელ ტუსკიამ განაცხადა.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძეს თქმით, დაზარალებული ოჯახების დახმარება სამ ეტაპად გაგრძელდება. დახმარების მეორე ეტაპზე დაზიანებული სახლების გამაგრება მოხდება, ხოლო მესამე ეტაპი ხანგრძლივი პროცესია და სახლების აშენებას ითვალისწინებს:
“კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დახმარება სამ ეტაპად განხორციელდეს. პირველ ეტაპზე ბინის ქირას 27 ოჯახს 54 000 ლარის ოდენობით გადავურიცხავთ. იანვრის თვეში ეს ოჯახები გადაიხდიან ბინის ქირას. მეორე ეტაპზე იმ სახლების გამაგრება მოხდება, რომლებიც დაზიანდა. მესამე ეტაპი ხანგრძლივი იქნება. თითოეულ ოჯახს, ვისი სახლიც დანგრეულია, ჩვენ შევთავაზებთ ოპტიმალურ ვარიანტს. პროცესი შესაძლოა, დროში გაიწელოს. მაგრამ ამ პერიოდში ეს ოჯახები უზრუნველყოფილი იქნებიან ბინის ქირით”, – აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მომხდარი მიწისძვრების შედეგად აჭარის რეგიონში 240-მდე ოჯახი დაზარალდა. ჩამოინგრა რამდენიმე სახლის კედელი, გაიბზარა კედლები და ბევრი სახლის საძირკველს გაუჩნდა ბზარები.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s