2013 წლის შვიდ საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს დასაგემოვნებლად ტურისტები უნდა ჩავიდნენ, საქართველო, ესპანეთის შემდეგ მე-2 ადგილზე მოხვდა.
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მონაცემებს ბლოგი “Huff Post Travel” აქვეყნებს. “ესპანეთისა და საქართველოს შემდეგ შვიდეულში მოხვდენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: იაპონია, პერუ, უკრაინა, სიცილია და გვატემალა. ბლოგერი ელის პასკუალი ქართულ სამზარეულოს ახასიათებს, როგორც ერთ მთლიანობას, შერწყმულს ქართულ ფოლკლორთან, რომელიც გამოირჩევა თავისი არომატებითა და ტრადიციული დამზადების წეს-ჩვეულებებით”, – აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.
კულინარიული ტურიზმი დღესდღეობით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი სფეროა. ამ მხრივ ტურისტების ინტერესი ყოველწლიურად იზრდება.
კულინარიულ ტურიზმში საქართველო მეორე ადგილზეა
27
დეკ