RSS

ბათუმში მოსალოდნელი მიწისძვრის გამო პანიკაა

26 დეკ

baTumi 014

მიწისძვრა ბუნების ერთერთი ყველაზე მრისხანე მოვლენაა. მიწისძვრა მსხვერპლის რაოდენობითა და დამანგრეველი მოქმედებით აღემატება ყველა სხვა ბუნებრივ კატასტროფას. დღესაც კი ადამიანი უძლურია ამ სტიქიის წინაშე. დღესაც მიწისძვრა იწვევს დიდ მსხვერპლს, ნგრევას, ზარალს. მაგრამ ამ მოვლენას სულ სხვა თვალით შეიძლება შევხედოთ. მიწისძვრა მეტად საინტერესო მოვლენაა. ის ბუნებრივი, ტექტონიკური პროცესის ერთერთი შემადგენელი ნაწილია და ამ მოვლენის ძირეული მიზეზი დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესებია. მიწისძვრის დროს გამოსხივებული ტალღები განჭოლავენ მთელ დედამიწას და გვაძლევენ ინფორმაციას მისი შინაგანი აგებულების შესახებ.
საზოგადოდ მიწისძვრათა გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს: ვულკანის მოქმედება, კარსტული ჩაქცევები, აფეთქებები და სხვა, მაგრამ ასეთი მიწისძვრები ჩვეულებრივ საკმაოდ სუსტია (თუ არ ჩავთვლით ბირთვული აფეთქებებით გამოწვეულ მიწისძვრებს). ამიტომ, როცა მიწისძვრებზე საუბრობენ, ჩვეულებრივ გულისხმობენ ე.წ. ტექტონიკურ მიწისძვრებს, რომელთა გამომწვევი მიზეზები დედამიწის ლითოსფეროსა და ზედა მანტიაში მიმდინარე პროცესებია. ეს პროცესები იწვევს დედამიწის ქერქის მთლიანობის უეცარ რღვევას, რასაც თან ახლავს დრეკადი ტალღების გამოსხივება. სწორედ ეს დრეკადი ტალღებია დედამიწის ზედაპირის რხევის მიზეზი და ამ რხევას ჩვენ მიწისძვრას ვუწოდებთ.
ამ რამდენიმე დღეში შავის ზღვის სანაპირო ზოლიდან რამდენიმე კილომეტრში მომხდარ მიწისძვრებს, რომელიც წუხელ ღამე ზედიზედ ორჯელ მოხდა, ერთხელ 5,5 სიმძლავრის, მეორე კი 5 ბალის შავი ზღვის სანაპიროს მცხოვრებთა პანიკა მოყვა. ეკოფაქტის წარმომადგენელი, ამალია ამბარცუმიანი ბათუმიდან იტყობინება, რომ ბათუმში მოსახლეობა პანიკაშია და ძლიერ მიწისქეშა ბიძგებს ელოდება, ამიტომ მათ დატოვეს საცხოვრებელი სახლები და ქუჩაში ელოდებიან მოსალოდნელ მიწისძვრას. ჩვენი წარმომადგენლის ცნობით, პატრულის თანამშრომლები დადიან და აფრთხილებს მოსახლეობას, რომ მოსალოდნელი საფრთხის გამო, მოსახლეობამ სახლები დატოვოს.
სპეციალისტების განმარტებით, შეუძლებელია მიწისძვრის წინასწარი პროგნოზირება და მით უმეტეს მისი სიმძლავრის გამოცნობა.
ოლიკო ცისკარიშვილი

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 26/12/2012 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s