ახალ წელს სინოპტიკოსები თოვას არ ვარაუდობენ. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში მცირე თოვლის ნალექი ხვალაც გაგრძელდება.
ღამით თოვდა თიანეთში, საგარეჯოში და თელავში. ყინვა დაფიქსირდა გორში _ -4; აგარაში _ -5; ხოლო კახეთში _ -2 გრადუსი. გუშინ ღამით თბილისში 1 გრადუსი იყო. დღეს ღამით თბილისში ჰაერის ტემპერატურა – -2;-3 გრადუსი იქნება. ყინვაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში, შიდა ქართლსა და კახეთში – -5;-6 გრადუსის ფარგლებში. შემდეგ დღეებში ყინვა შესუსტდება. 27-29 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდები იქნება.
30 დეკემბერს იწვიმებს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. მანამდე კი დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდები იქნება. 27-28 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსი იქნება. შემდეგ დღეებში ტემპერატურა დაიკლებს და 30 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში შედარებით აცივდება. ჰაერის ტემპერატურა 4-9 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსები ახალი წლის დღეებში თოვას არ პროგნოზირებენ.
ახალ წელს არ ითოვებს
26
დეკ