RSS

ამერიკას ტორნადო დაატყდა თავს

26 დეკ

sendi 011არანაკლებ 15 ტორნადი თავს დაატყდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ათასობით ამერიკელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. წვიმა და ჭექა-ქუხილი თითქმის ყველა შტატშია დაფიქსირებული. ტორნადომ ძლიერი წვიმები და დიდთოვლობა გამოიწვია. გააუქმდა 180-ზე მეტი შიდა ავიარესი. ყველაზე დიდი ტორნადი ქალაქ მობილს ალაბამაში დაატყდა. ამ წუთებამდე იქ ელექტროენერგიის გარეშე 19 ათასი მაცხოვრებელი რჩება. არკანზასის შტატში კი ქარისგან მოგლეჯილმა ხებმა დააზიანა ელექტროხაზები, რის გამოც 50 ათას აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ტეხასში კი ტორნადოს მიერ მოგლეჯილმა ხემ ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შეგახსენებთ, რომ ამერიკამ სტიქიისგან მშვიდად 2012 წლის ნახევარი წელი გაატარა. ჯერ იყო და გვალვა, შემდეგ კი “სენდი” დაატყდათ თავს. ამ კატაკლიზმებმა ამერიკას დიდი ეკონომიური ზარალი მიაყენა. ზარალმა რეკორდს მიაღია – 120 მილიარდი დოლარი.

მოამზადა ამალია ამბარცუმიანმა

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s