RSS

ტურისტებმა მაიას ტომის სალოცავი დააზიანეს

25 დეკ

maias piramida

რამდენიმე დღის წინ, ტურისტებმა მაიას ტომის სალოცავი სასტიკად დააზიანეს. დაზიანებული პირამიდა ქალაქ ტიკალშია, რომელიც ქალაქ გვატემალადან 550 კილომეტრში მდებარეობს. ამერიკული მედიის ცნობით, ტურისტებმა, მიუხედავად აკრძალვისა, პირამიდიდან დიდი რაოდენობით სხვადასხვა ნივთები წაიღეს და დიდი ზარალი მიაყენეს ისტორიულ ძეგლს. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით დარბევის შემდეგ, ძეგლის აღდგენა უკვე შეუძლებელია. „ტურისტებს უნდა ახსოვდეთ, რომ ეს არის სალოცავი – ისტორიული ძეგლი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი,” – განაცხადა ძეგლის ერთ-ერთმა მცველმა იმ შემთხვევისათვის, თუ კიდევ როდესმე დადგება მორიგი „სამყაროს აღსასრული”. ტიკალი მაიას ტომის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი იყო, მისი კულტურის აყვავების ეპოქიდან. ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 80 ათასს შეადგენდა. ის იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 1979 წელს შეიყვანა.

შეგახსნებთ, რომ გასულ პარასკევს მაიას ტომის სამშობლოს, გვატემალას ათასობით ტურისტი მიაწყდა, რათა „სამყაროს აღსასრულს” ძველი ცივილიზაციის ნაშთებთან შეხვედროდნენ. მაიას კალენდრის მიხედვით, დედამიწის აღსასრული 21 დეკემბერს უნდა დამდგარიყო. ცენტრალური ამერიკის ინდიელების ექპერტები კი ირწმუნებიან, რომ აღმოჩენილია მაიას ტომის სხვა კალენდარიც, რომელიც კიდევ რამდენიმე ათასი წლით გრძელდება.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s