15 დეკემბერს ჩაის წარმოებაში წამყვანი ქვეყნები, ყოველ წლიურად ჩაის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ, რათა ყურადღება მიაქციოს მთავრობამ ჩაის გაყიდვასთან და საზღვარგარეთ გატანის პრობლემას.
2004 წელს იდოეთში, (მუმბაიში) საერთაშორისო ორგანიზაციების და მსოფლიოს სოციალური ფორუმის დიდ ხნიანი განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ 15 დეკემბერი ყოფილიყო ჩაის საერთაშორისო დღე.
პირველად, ეს დღე 2005 წელს ბრაზილიაში აღინიშნა. ამ დღეს აღნიშნავენ ჩაის რეალიზაციაში ლიდერი ქვეყნები – ინდოეთი, შრი ლანკა, ბანგლადეში, ნეპალი, ჩინეთი, ვიეტნამი, ინდონეზია, კენია, მალაიზია, უგანდა და ტანზანია.მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციების ვარაუდით, ეს ქვეყნები მზად არიან გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე. მაგალითად: ინდოეთში გატარდა სავაჭრო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები. ძირითადი ჩაის ბრენდების წარმომადგენლებმა, მიმართეს სპეციალურ დამცავ ორგანოს, რომლებიც აკონტროლებენ მათი ჩაის ხარისხს და უსაფრთხოებას საერთაშორისო ბაზარზე.
შეგახსენებთ, რომ ჩაი, როგორც სასმელი აღმოაჩინეს ჩინეთში, იმპერატორ შენ ნუნგის დროს ძვ. 2737 წლის წინ, როდესაც იმპერატორს, შემთხვევით ცხელ წყალში ჩაის ტოტი ჩაუვარდა. წარმოუდგენელია, მაგრამ ჩაი, რომელსაც დღეს ჩვენ ვსვავთ აღმოჩენილია თითქმის 5 ათასი წლის წინათ.
ევროპასა და რუსეთში ჩაი ცნობილი გახდა მე-XVII საუკუნეში. ერთ ერთი ყველაზე ცნობილი მოვლენა თანამედროვე ისტორიაში არის ‘’ბოსტონის ჩაის პარტია’’, რომელიც გაიმართა 1773 წლის 16 დეკემბერს, როდესაც ამერიკულმა კოლონიებმა პროტესტის ნიშნად ჩაით სავსე ყუთები დაყარეს მიწაზე. ჩაიზე მაღალი ფასის გამო.