RSS

უფლისციხე – კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი

12 დეკ

ufliscixe 023

ოლიკო ცისკარიშვილი

უფლისციხის ნაქალაქარი გორიდან აღმოსავლეთით 8 კმ-ზე მდებარე სოფელ ქვახვრელის ჩრდილოეთით, მდინარე მტკვარის მარცხენა ნაპირზე; 10-15-ოდე წლისგან განხვავებით, ამჟამად მოვლილი და ტურისტებისთვის, საქართველოში ერთ-ერთი კლდეში ნაკვეთი საინტერესო ციხე-ქალაქია. ჩემი უფლისციხეში ვიზიტისას სკოლის მოწაფეები შემხვდნენ, რომლებიც გიდს დიდი ინტერესით უსმენდნენ. 20-ოდე წლის წინ, კი აქ მხოლოდ ქარი დათარეშობდა. უფლისციხე გამოკვეთილია კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ადვილად დასამუშავებელ ქვიშაქვის მასივში.

gamxmari 001 me ufliscixe ufliscixe 001 ufliscixe 002 ufliscixe 003 ufliscixe 004 ufliscixe 005 ufliscixe 006 ufliscixe 007 ufliscixe 008 ufliscixe 009 ufliscixe 010 ufliscixe 011 ufliscixe 012 ufliscixe 014 ufliscixe 015 ufliscixe 016 ufliscixe 017 ufliscixe 018 ufliscixe 019 ufliscixe 020 ufliscixe 021 ufliscixe 022 ufliscixe 023 ufliscixe 024 ufliscixe 025 ufliscixe 026 ufliscixe 027 ufliscixe 028 ufliscixe 029 ufliscixe 030 ufliscixe 031 ufliscixe 032 ufliscixe 033 ufliscixe 034 ufliscixe 035 ufliscixe 036 ufliscixe 037 ufliscixe 038 uliscixe 013

მისი ფართობი 9,5 ჰა. შედგება სამი უბნისაგან და შეიცავს ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებისა და ანტიკური ხანის შიდა ქალაქისათვის (ციტადელისათვის) დამახასიათებელ კომპონენტებს: ზღუდეს, თხრილს, რამდენიმე შესასვლელს, გვირაბს, წყალსადენს, წყალსაწრეტი არხების ქსელს. კომპლექსში შედის: გრძელი ნაგებობა, დასავლეთის ეკლესია, დიდ ეზოიანი დავ-ერდოიანი სახლები, ერთსვეტიანი და კესონებიანი დარბაზები, კოხტა სახლი, მაღალტახტიანი ოთახის კომპლექსი, მთავარი ქუჩის თავში მდებარე ნაგებობა, მიუვალი ნაგებობა, სადა ოთახი, ორსვეტიანი და ოთხსვეტიანი დარბაზების (მთავარი ტაძრის) კომპლექსი, უფლისწულის ეკლესია, ქარაფისპირა სახლი, ქუჩისპირა ბაქანი, შეწყვილებულკოჭებიანი დარბაზი, წითელი ოთახის კომპლექსი და ა.შ. (ცალკეული ოთახებისა, დარბაზების და კომპლექსების სახელწოდებები პირობითია).

ნაქალაქარში შემორჩენილია სხვადასხვა დროს კლდეში ნაკვეთი დარბაზები, სათავსები და ცალკეული ნაგებობები.

ბავშვებთან ერთად, მეც დიდი სიამოვნებით ვისმენდი ახალგაზრდა გიდის მონათხრობს:

ძვ. წ. II და I ათასწლეულების მიჯნაზე უფლისციხეს მიდამოების არსებული გამოქვაბულები ერთ-ერთ ძლიერ თემს გამოუყენებია საცხოვრებლად, გაუმართვს და სამოსახლოც სათანადოდ გაუმაგრებია.
ადრინდელ რკინის ხანაში (ძვ.წ. X-VI სს) უფლისციხე შიდა წართლის გაბატონებული თემის საცხოვრისი და სატომო გაერთიანების ბელადის (უფლის) ციხეა. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს შეერქვა მას უფლისციხე (~უფლის~, ~ბელადის~ ციხე-ქალაქი).
უფლისციხის თემს თანდათან დაუმორჩილებია ირგვლივ მდებარე დაბების მოსახლეობა. ძვ. წ. VI-V სს. უფლისციხე შიდა ქართლის ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი და დიდხანს სამეფო ქალაქიც იყო.
ძვ. წ. II-I სს. უფლისციხე ტიპიური ელინისტური ქალაქია, თავისი ციტადელით, ქალაქითა და სასოფლო-სამეურნეო გარეუბნით, მეურნეობით, სოციალური იერით, აღებ-მიცემობით, ხელოსნური წარმოებით და ა.შ. იგი საკმაოდ დიდი რეგიონის სამეურნეო ცხოვრების ცენტრია და ფართოდაა ჩაბმული საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაში.
ახ. წ. I-III სს. კვლავაც მნიშვნელოვანი საქალაქო და სამხედრო-სტრატეგიული ცენტრია, ამავე დროს წარმართული საკულტო ადგილიც.
საქართველოში ქრიატიანული რელიგიის სახელფწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს. 30-ან წლებში) უფლისციხეში საქალაქო ცხოვრება დაქვეითდა, მაგრამ ფეოდალურ ხანაში იგი მაინც დარჩა უძლიერეს ციხე-სიმაგრედ. VIII საუკუნიდან უფლისციხე ქართლის ქალაქებს შორის პირველობდა და საქართველოს არაბებისგან გათავისუფლებისა და გაერთიანებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი იყო. IX-X საუკუნეებში ციხე-ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. აქ გაბატონებისათვის ერთმანეთს ებრძოდნენ ქართველი ბაგრატიონები, კახეთის მთავრები და სომხეთის მეფეები. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ უფლისციხემ თანდათან დაკარგა მნიშვნელობა. მონღოლთა შემოსევების (XII ს.) პერიოდში იგი ძლიერ დაზიანდა. XV საუკუნეში კი უფლისციხე საბოლოოდ დაეცა, ხოლო გვიანდელ ფეოდალურ ხანაში საბოლოოდ დაიცალა მოსახლეობისაგან. შემდეგ უფლისციხეს თავს აფარებდა მტრისაგან აწიოკებული ახლო სოფლების მოსახლეობა.

ქალაქს რამდენიმე შესასვლელი ჰქონდა. მათგან ჩრდილოეთით მდებარე მთავარი შესასვლელი ანუ ~დიდიკლდეკარი~ (~კლდი ორღობე~) წარმოადგენს კლდეში ამოკაფულ თავგახსნილ გვირაბს (სიგრძე 150მ, საგანე 2,5მ, სიმაღლე ზოგან 10 მ-დე). თარიღდება ძვ. წ. IV-III საუკუნეებით. აქ გადიოდა ის უძველესი სავაჭრო-სატრანსპორტო გზა, რომელიც შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ნაქალაქარში გზას მთელ სიგრძეზე ახლაც ეტყობა ბორბლიანი ტრანსპორტის კვალი. ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს უფლისციხის ~მცირეკლდეკარი~. იგი მთლიანად კლდეშია ჩაკვეთილი (სიგრძე 60მ, სიგანე – 1,5მ) და წარმოადგენს შიდა ქალაქის ძირითად შესასვლელს. ქალაქს ჰქონდა საიდუმლო შესასვლელიც – სამხრეთით მდებარე გვირაბი (დიამ. 3მ), რომელიც მტკვრის ნაპირზე გადის. ალყის დროს ქალაქი აქედან მარაგდებოდა წყლით.
კლდოვან ფერდობზე მდებარე ქალაქს სამხრეთიდან და დასავლეთიდან იცავდა მაღალი ციცაბო ქარაფი, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან – კლდეში ამოკაფული თხრილი. თხრილი მიღებულია ბუნებრივი ღრმულების ხელოვნურად გაფართოების შედეგად. მისი ნაპირები ძლიერ დამრეცია, თხრილის შიდა კიდეს დასდევს მაღალი და განიერი (სიგანე 3-4 მ) ზღუდე, რაშიდაც მრავალსართულიანი კრამიტით გადახურული კოშკია ჩაშენებული. ზღუდეც და კოშკიც დაზიანებულია.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s