RSS

მინერალური წყალი ბორჯომი და ბალნეოლოგიური კურორტი

05 დეკ
მინერალური წყალი ბორჯომი და ბალნეოლოგიური კურორტი

borjomi 024ოლიკო ცისკრიშვილი

ბორჯომში ბალნეოლოგიურ და კლიმატურ კურორტზე, ახალგაზრდობის შემდეგ არ ვყოფილვარ… მაშინ სულ სხვა ხიბლი ქონდა… მიუხედავად იმისა რომ ვარდების რევოლუციის მესვეურები ამბობდნენ, რომ ბორჯომი განაახლეს და დაამშვენეს, ეს განახლება ერთჯერად აქციას უფრო წააგავდა… ბორჯომ-პარკი,  სადაც დღე-და ღამ შეგვეძლო ახალგაზრდებს სეირნობა და დასვენება, მინერალური წყლის დაგემოვნება, ახლა ჩარაზულია და იქ შესვლა სამწუხაროდ, ფასიანია. ხშირად მინახავს ამა თუ იმ დაავადებით შეწუხებულებს ბორჯომ-პარკიდან როგორ ამოჰქონდათ მინერალური წყალი და მიირთმევდნენ. ეხლა ეს კომფორტი ბაღში შესვლის საფასურის გარეშე შეუძლებელია.

მინერალური წყალი „ბორჯომი” ვულკანური წარმოშობის უნიკალური წყალია, მას ბუნების საჩუქარსაც უწოდებენ. „ბორჯომი“ 1500 მეტრის სიღრმიდან მოიპოვება, თუმცა გაცილებით უფრო ღრმად ფორმირდება. მიწიდან ამოსვლის დროს ჯერდება წყალი უნიკალური მინერალებით. ვულკანური წარმოშობის მინერალების წყალობით „ბორჯომი“ საუკეთესოდ წმენდს ორგანიზმს, აცილებს სიმძიმის უსიამოვნო გრძნობას და ათავისუფლებს ზედმეტისაგან. უნიკალური ბუნებრივი თვისებების წყალობით, „ბორჯომი“ არა მხოლოდ კლავს წყურვილს, ეფექტურადაც წმენდს ორგანიზმს, აძლიერებს იმუნიტეტს და ამაღლებს ორგანიზმის საერთო ტონუსს.

კვების ჰიგიენის სპეციალისტების აზრით, თანამედროვე მავნე ეკოლოგიური პირობებისა და არაბალანსირებული კვების გამო, ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი ბალანსი (pH) ირღვევა და შესაბამისად მასში მჟავა ჭარბობს. “ბორჯომის” სისტემატური მიღება (pH) ხელს უწყობს ბალანსის ნორმალიზებას და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესისათვის ოპტიმალურ პირობებს ქმნის. “ბორჯომი” აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას და ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს გამოდევნის.

წყალი დაბალანსებული მინერალური შემადგენლობით გამოირჩევა, რაც შესაძლებელს ხდის მის ყოველდღიურ მოხმარებას. “ბორჯომში” კალციუმის შემცველობა 100 მგ/ლ-ზე ნაკლებია, რაც ყოველდღიურ დასაშვებ ნორმას არ აღემატება (მარილების დაგროვების საშიშროება 200 მგ/ლ-ზე მეტი ოდენობის მიღების შემთხვევაში ჩნდება).

ამჟამად, ბორჯომში 15 ბურღიდან 640 კუბური მეტრი წყალი ამოდის მიწიდან.

ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, უნიკალური მინერალური წყლის „ბორჯომის” ისტორია თითქმის 2000 წელიწადს ითვლის. ბორჯომის ხეობაში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ქვისა და ხისგან გაკეთებული რამდენიმე აუზი და აბანოა აღმოჩენილი. ზოგიერთი ისტორიული ჩანაწერის თანახმად, ძველ დროს მინერალურ წყალს მხოლოდ აბაზანებისთვის იყენებდნენ. თუმცა, უდიდესმა ქართველმა მეცნიერმა ივანე ჯავახიშვილმა დაამტკიცა, რომ უძველეს დროში მინერალური წყალი, თავისი უნიკალური თვისებების გამო, სასმელადაც გამოიყენებოდა.

ბორჯომის ხეობაში მინერალური წყლის ხელახალი აღმოჩენა და მისი მნიშვნელობის წარმოჩენა თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში რუსეთის იმპერიის სამხედრო მოსამსახურეებს უკავშირდება.

გადმოცემის თანახმად, 1825 წლის გაზაფხულზე, ხერსონის გრენადერთა პოლკი ბორჯომში განთავსდა. ერთხელ ჯარისკაცებმა მდინარე ბორჯომულას მარჯვენა სანაპიროზე ნაპრალიდან ვერტიკალურად ამომავალი წყარო აღმოაჩინეს და თბილი წყაროს წყალი პოლკის მეთაურს, პოლკოვნიკ პოპოვს მიუტანეს, რომელსაც კუჭის დაავადება აწუხებდა. მან თავის თავზე გამოცადა წყლის უნიკალური თვისებები და შედეგმა იმდენად განაცვიფრა, რომ ბრძანება გასცა, წყარო ქვებით შემოეღობათ და მის ახლოს პატარა ქოხი აეშენებინათ. პოლკოვნიკი პოპოვი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც თავის ახლობლებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ამ წყაროს წყლის დალევა ურჩია.

1834 წელს, მას შემდეგ, რაც ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია „ბორჯომის“ მინერალური წყლის საოცარ თვისებებზე, გორში განლაგებული ქართველ გრენადერთა პოლკის სამხედრო ექიმი ამიროვი ქ. ბორჯომს ეწვია. მას ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები უნდა შეემოწმებინა. ექიმმა ამიროვმა ჩასვლისთანავე გადაწყვიტა, უფრო დიდი ხნით დარჩენილიყო ბორჯომში, რათა უკეთ გაცნობოდა „ბორჯომის“ მინერალური წყლით ჯარისკაცების მკურნალობის შედეგს. ექიმი ამიროვი იყო პირველი სამეცნიერო კვლევის ავტორი, სადაც დეტალურად იყო აღწერილი მინერალური წყლის უნიკალური სამკურნალო თვისებები.

1841 წლისთვის „ბორჯომის“ მინერალური წყლების საოცარი თვისებები რუსეთში მთავარი სასაუბრო თემა გახდა. სწორედ, ამან უბიძგა კავკასიის მთავარმართებლის, გენერალ-გუბერნატორ ევგენი გოლოვინის ქალიშვილს ბორჯომში ჩასულიყო. მართალია, ისტორიული წყაროები არ აზუსტებენ ინფორმაციას გენერლის ქალიშვილის დაავადების შესახებ, მაგრამ ფაქტია, ის განიკურნა. ამ შემთხვევის გამო, მინერალური წყლის პირველ წყაროს მის საპატივცემულოდ „ეკატერინსკი“  ეწოდა, ხოლო იმავე პერიოდში ნაპოვნ მეორე წყაროს  – „ევგენიევსკი“, თავად გენერალ-გუბერნატორის სახელი.

მე-19 საუკუნის 40-იან წლებში „ბორჯომის“ მინერალურმა წყლებმა თავისი გამორჩეული თვისებების წყალობით ფართოდ გაითქვა სახელი. ქალაქი ბორჯომი კი თანდათან სამთო – ბალნეოლოგიურ კურორტად ჩამოყალიბდა. მისი პოპულარობა წლიდან წლამდე სულ უფრო სულ მალე ბორჯომი რომანოვების სამეფო დინასტიის საზაფხულო რეზიდენცია გახდა .

1890 წლიდან „ბორჯომის“ მინერალური წყლის საწარმოო ჩამოსხმა დაიწყო .

1904 წელს შესაძლებელი გახდა „ბორჯომის“ წარმოების ნაწილობრივი მექანიზაცია. მინის ჩაბერვა ჯერ კიდევ ხელით ხდებოდა, თუმცა ჩამოსხმა უკვე მექანიზებული გახდა. ამ წლით თარიღდება გაზეთში გამოქვეყნებული განცხადება „ბორჯომის“ ვაგონებით გაყიდვის შესახებ. წყლის ჩამოსხმა უწყვეტ რეჯიმში მიმდინარეობდა. თუ 1854 წელს ბორჯომიდან სულ რაღაც 1350 ბოთლი  გაიტანეს, 1905 წელს ამ რიცხვმა 320 ათასი, 1913 წელს კი 9 მილიონ ბოთლს მიაღწია.

საქართველოს გასაბჭოებამ „ბორჯომის“ პოპულარობას ხელი არ შეუშალა. შეიცვალა მხოლოდ დამსვენებელთა სტატუსი და ელიტა. რომანოვი სტალინმა შეცვალა, რომელსაც ასევე ძალიან უყვარდა ეს მინერალური წყალი. კრემლში არც ერთი ღონისძიება არ ტარდებოდა „ბორჯომის“ გარეშე.

1960-იანი წლების „დათბობამ“ „ბორჯომს“ შანსი მისცა სახელი საზღვარგარეთაც მოეხვეჭა. 1961 წლიდან დაიწყო „ბორჯომის“ ექსპორტი მსოფლიოს 15 ქვეყანაში. ამ ქვეყნების რიცხვში შედიოდა აშშ, საფრანგეთი, ავსტრია და სხვ. 1980-იან წლებში „ბორჯომის“ რეალიზაციამ 400 მილიონ ბოთლს გადააჭარბა.

1990-1995 წლებში შიდა ეკონომიკური სიძნელეების გამო „ბორჯომის“ წარმოება საგრძნობლად შემცირდა.

1995 წელს შეიქმნა კომპანია “Georgian Glass & Mineral Water Co. N. V.”, დღევანდელი IDS ბორჯომი საქართველო,  რომელმაც განაახლა „ბორჯომის“ წარმოება. დღეს, ბუნების ამ საჩუქარს მსოფლიოს 40 ქვეყანაში იცნობენ.

 რჩევები:

დიეტოლოგების აზრით, ჭარბი წონის მქონე ადამიანებმა ჩვეულებრივზე მეტი სითხე უნდა მიიღონ, ვინაიდან მათ ორგანიზმში წყლის შემცველობა საგრძნობლად შემცირებულია. ამასთანავე, აუცილებელია აქცენტი გაკეთდეს აუცილებლად მინერალურ წყალზე, რომელიც შეიცავს ნახშირორჟანგს, გოგირდწყალბადს, ჰიდროკარბონატის იონებს და ნატრიუმის სულფატს . სწორედ ასეთი წყალია „ბორჯომი”. იგი დადებითად მოქმედებს ნახშირწყლებისა და ლიპიდურ ცვლაზე და ადენოზინტრიფოსფორის მჟავის წარმოშობას უწყობს ხელს (ATF), რომლის დაშლის შემდეგაც წარმოიშობა ენერგია.

უნდა აღინიშნოს ისიც , რომ ჭარბი წონის მქონე ადამიანებს ექიმები არ ურჩევენ გაზირებული წყლის მიღებას, ვინაიდან ეს ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას და ამით შიმშილის შეგრძნება მძაფრდება. სწორედ ამის გამო, მათ, ვისაც ჭარბი წონის მოშორება სურს, ვურჩევთ „ბორჯომი” გაზგასული სახით მიიღონ.

ბევრი სხვა მინერალური წყლისგან განსხვავებით, ბორჯომის წყალი ვერ ასწრებს მიწის ქვეშ გაციებას და ზედაპირზე ამოდის თბილი სახით (34-41 oC), რომელიც ,,გზადაგზა“ მდიდრდება კავკასიონის მთებში არსებული 60 სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით.  ბორჯომის წყალი შეიცავს სტრონციუმს, ფტორს, იოდს და ბორს. სტრონციუმის შემცველობა ჭაბურღილების წყლის ნიმუშებსა და პროდუქციაში შეადგენს 4,0-20,0 მგ/ლ, ფტორის 3-10,6 მგ/ლ, იოდის 0,3-1,5 მგ/ლ, ბორის 3,0-10,0 მგ/ლ.

ქიმიური შემადგენლობა:

საბადოს სხვადასხვა უბანზე წყლის მინერალიზაცია 2-იდან 7გ/ლ-მდეა. ახასიათებს მჟავე რეაქცია (pH-6,7-6,9). წყლის ტემპერატურა 34-იდან 41 °C-მდე მერყეობს. ბორჯომის წყალში არ ფიქსირდება ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, პესტიციდები, პოლიქლორბიფენილები, ნავთობპროდუქტები, პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები.

 

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s