ფრენდებო, მეგობრებო, კოლეგებო დამეხმარეთ!!!!!!!!
ჩემი სახლის წინ, უკვე ერთი კვირაა სასმელი წყალი იღვრება, ჯერ ხევში ჩადიოდა, ეხლა მიმართულება შეიცვალა და 8 სართულიანი სახლის სარდაფში მიედინება. მზობლების თქმით, წყალკანალსაც მიმართეს და მერიასაც, სადაც უთქვამთ რომ ყველაფერი საცოდავი 30 წლიანი ნაძვის ფესვების ბრალი ყოფილა და ითხოვენ ხელმოწერებს, რომ ნაძვი მოიჭრას…
იქნებ, ვისაც ხელეწიფება ამ პრობლემის მოგვარება, ისე გააკეთოს, რომ ამ მილების შეცვლას ნაძვი არ ემსხვერპლოს… ისე, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია… დამეხმარეთ, თორემ ამ ჩემი პრინციპების გამო, ის ადამიანები, რომლებსაც ყოველღიურად ვხვდები მეკონფლიქტებიან…
თუ ისევ ვოცნებობ, ამ ქვეყანაში ხის სიცოცხლე კი არა ხშირად ადამიანის სიცოცხლე არ ღირს ჩალის ფასად