RSS

მეცნიერები მოსახლეობას გლობალური დატბორვის შესახებ აფრთხილებენ

28 ნოე

მსოფლიოში ოკეანეების დონე უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ამის შესახებ გაკეთებულ პროგნოზებში იყო საუბარი. გერმანელი მეცნიერები ზღვისპირას მცხოვრებ მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მთელს მსოფლიოში უახლოეს მომავალში არის წყალდიდობებისა და სანაპირო ზოლის დატბორვის რეალური საფრთხე.ბი-ბი-სის ინფორმაციით, თანამგზავრიდან მიღებული ბოლო მონაცემების საფუძველზე, პოტსდამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილებების შემსწავლელმა მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ გასული 20 წლის განმავლობაში მსოფლიოში ოკეანების დონე წელიწადში 3,2მმ-ით (60%-ით) სწრაფად იზრდებოდა ვიდრე ამას გაეროს ექსპერტები ვარაუდობდნენ.

მიღებული მონაცემები და დასკვნები გერმანელმა მეცნიერებმა ყატარში მიმდინარე, გაეროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე წარადგინეს, რომელიც კლიმატის ცვლილებებს მიეძღვნა.

კლიმატოლოგები აცხადებენ, რომ დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა გაეროს მიერ გაკეთებული პროგნოზების შესაბამისად გაიზარდა, რაც თავის მხრივ ადასტურებს სკეპტიკოსების შეცდომას, რომ გლობალური დატბორვის საშიშროება მითია.

www.ghn.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s