RSS

ნაპოვნია მარტოხელა მაწანწალა პლანეტა

15 ნოე
მარტოხელა პლანეტა, ჯერ-ჯერობით CFBDSIR2149  სახელითაა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ეს პლანეტა ვარსკვლავის გარშემო, არ ტრიალებს, ამიტომაც არის ის „მარტოხელა“. ეს არის პირველი მოხეტიალე პლანეტა, რომელიც 10 წლიანი კვლევის შემდეგ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს. მარტოხელა პლანეტა, 7-ჯერ აღემატება იუპიტერს, ის თავისუფლად მოძრაობს სივრცეში. პლანეტას არ გააჩნია მიზიდულობის ძალა და გარკვეული კრიტერიუმებით (მასსა, ტემპერტურა, ასაკი) შეესაბამება პლანეტისას. 

მეცნიერთა გათვლებით, ამ „უსახლკაროს“ ასაკი დაახლოებით 50-დან 120 მილიონი წელია, ხოლო ტემპერატურა შედგენს 400 გრადუსს ცელსიუსით. ის მიეკუთვნება ჯგუფს, რომელშიც 30 ყველაზე ახალგაზრდა ვარსკვლავი შედის, სახელად „აბ ოქროს თევზი“. 

პლანეტა, მონრეალის მეცნიერებმა აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ ისინი ფრანგ და კანადელ კოლეგებთან ერთად ბევრ კვლევას ატარებდნენ, რამაც დიდი როლი ითამაში პლანეტის აღმოჩენაში. 

იმის მიუხედავდ, რომ მეცნიერებს ჰქონდთ გაარკვეული ინფორმაცია „მაწანწალა“ პლანეტების შესახებ, ეს მათი პირველი პლანეტა იყო. ითვლება, რომ პლანეტამ მანევრის გაკეთება შორიდან შეძლო და მოძრაობის პროცესში განვითარდა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ასეთი სახის აღმოჩენებით ისინი უფრო დააინტერესებენ ასტრონომებს და მიაწვდიან სათანადო ინფორმაციას. 

მისი არსებობა, უკვე იმას ამტკიცებს, რომ ასეთი „მაწანწალა“ პლანეტები უფრო დიდ რაოდენობააში არსებობენ კოსმოსში.

„მიუხედავად იმისა, რომ თეორეტიკოსებს გააჩნდათ იდეა, ასეთი ცივი და ახალგზრდა პლნეტების არსებობების შესახებ, მათ არ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია. ეს ობიექტი აღმოაჩინეს, ფართობის სკანიერების პროცესში. ჩვენ ვადევნებდით თვალყურს მილიონობით ვარსკვლვს და პლანეტას, მაგრამ საბოლოოდ „მაწანწალა“ პლანეტა ვიპოვეთ. ამის შემდეგ, ვეცდებით, მეტი აღმოჩენა გავაკეთოთ,“ – განაცხადა მონრეალის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ეტიენ არტიგომ. 

მონრეალის უნივერსიტეტის ასპირანტი, ჯონატან განი ამატებს: „უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, მეცნიერებმა ღმოაჩინეს რამდენიმე ასეთი სახის ობიექტი, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო, ამის დამტკიცება რთული იყო. ასტრონომები დიდი ხნის განმავლობაში, ვერ ხვდებოდნენ თუ რომელ კატეგორიას უნდა მიაწერონ ეს ობიექტები.“ 

სიტყვა პლანეტა, მომდინარეობს ლათინური «planetus» და ეს, თავის მხრივ, მოხეტიალე, მოძრავ პლანეტას ნიშნავს. პლანეტები ვარსკვლავებისაგან იმით გამოირჩევიან, რომ უკანასკნელნი არიან ცაში დაფიქსირებულ პოზიციში.

 
მოამზადა ბელა არუთინოვმა
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s