RSS

სენდიმ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ჩრდილო-აღმოსავლეთ კორიდორს გადაუარა

30 ოქტ

ქარიშხალმა სენდიმ, რომელმაც ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ჩრდილო-აღმოსავლეთ კორიდორს გადაუარა, უკვე 84 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გასული ღამის განმავლობაში, ამერიკის 16 მოქალაქეა დაღუპული. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი, ერთი კი კანადის მოქალაქე. სტიქიამ 67 მოქალაქე კარიბის აუზიის რეგიონშიც იმსხვერპლა.

შეერთებულ შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ვირჯინიაში და ვესტ-ვირჯინიაში. პრეზიდენტმა ობამამ სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა აღმოსავლეთ სანაპირო შტატები. ყველაზე მძიმე მდგომარეობა კი ნიუ-ჯერსსა და ნიუ-იორკშია. ნიუ-ჯერსი პირველი იყო, რომელსაც ქარიშხალმა გადაუარა. ზოგან წყლის დონე ქუჩებში ერთ მეტრს აღწევს. შექმნილი მდგომარეობის გამო პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქალაქს სტიქიური უბედურების ზონის სტატუსი მიანიჭა. პრეზიდენტი, მოსახლეობის დასახმარებლად ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებს მოუწოდებს.

ნიუ-იორკის ერთ-ერთ უბანში, კვინსში, ხანძრის შედეგად დაიწვა 50 შენობა. ამ დროისათვის მოსახლეობის უმეტესობა უკვე ევაკუირებულია. ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს. წყალდიდობის გამო, მეხანძრეებს გაუჭირდათ ხანძარის ლიკვიდირება. მეხანძრეებმა შეეძლეს შენობებიდან 25 ადამიანის გამოყვანა. რამ გამოიწვია ხანძარი უცნობია. 

ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკში გააჩერეს ორი უდიდესი ატომური სადგურის მუშაობა. ოისტერ კრიკის სადგურზე კი მეორე დონის განგაში გამოცხადდა. ნიუ-იორკის ელექტრო სადგურიც ავარიულად გაითიშა და მთელი მეგაპოლისი ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩა. მთავრობამ სარეზერვო გენერატორები აამუშავა. თუმცა, ქუჩების დატბორვის გამო, მათი ნაწილიც დაზიანდა. დატბორილია უმსხვილესი უბნები, ქვედა მანჰეტენი და ფინანსური ცენტრი უოლ-სტრიტი. წყალმა მეტროპოლიტენშიც ჩააღწია და ქალაქის 17 სადგური დატბორა. გიგანტურმა ტალღებმა ნიუ-იორკის სანაპიროზე 700 ტონიანი ტანკერი ნაპირზე გამორიყა. “სენდი” მნიშვნელოვნად დააზარალა ვაშინგტონიც. პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა ვირჯიინის მთელს შტატში გამოაცხადა. აქ, არ მუშაობს არც ერთი ფედერალური დაწესებულება. ვაშინგტონსაც ძლიერი წვიმა და ქარი დაატყდა თავს. მთელი დღის განმავლობაში დახურული იყო მეტროპოლიტენი და ქალაქის მთავარი სარკინიგზო სადგური “უნიონი”. გარდა ამისა გაუქმებულია რეისები, თვითფრინავები დაშვებულია ვაშნგტონის, რეიგანის, გალასის და ბალტიმორის აეროპორტებში. ვაშინგტონის მერმა ვინსეტ გრეიმა დახურა ვაშინგტონის სკოლები. სასწავლო პროცესი არ გაგრძელდება, ვიდრე ამინდი არ გაუმჯობესდება. არის საფრთხე, რომ ძლიერი წვიმის გამო წყლის დონე მდ. პოტომანგში მოიმატებს, რის გამოც შესაძლოა დედაქალაქის ქუჩები დაიტბოროს. ევაკუირებული მოსახლეობა თავის სახლებში დაბრუნებას, მხოლოდ მაშინ შესძლებს, როდესაც წყლის დონე დაიკლებს.

მოამზადა ამალია ამბარცუმიანმა

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s