საქართველოში გენმოდიფიცირებული თესლისა და სანერგე მასალების იმპორტი აიკრძალება, შემოღებული იქნება გენმოდიფიცირებული მზა პროდუქციის სავალდებულო მარკირება.
ამის შესახებ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
„ხელი შეეწყობა ადგილობრივი კულტურული ჯიშების შენარჩუნებას და ბიომეურნეობების განვითარებას,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ: დღეს საქართველოს პარლამენტი მთავრობის ახალი შემადგენლობის და ახალი სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.
zurab
28/10/2012 at 08:24
aris asrulda ocneba…