RSS

არქტიკა სავსეა პლასტმასის ნარჩენებით

25 ოქტ

ბიოლოგებმა აღნიშნეს, ბოლო დროს არქტიკაში, ოკეანეში, პლასტმასის ნარჩენების მომატება. კვლევის თანახმად, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ზღვაში ნაგვის რაოდენობა ორჯერ უფრო მეტი გახდა.

კვლევა, რომელიც ამ კვირაში, ჟურნალ „«Marine Pollution Bulletin»“ („ზღვის დაბინძურების ბიულეტენი“) გამოქვეყნდა, ექიმ მელანია ბერგმანს ეკუთვნის. მელანია ბერგმანი, ბიოლოგია, ალფრედ ვეგენარას სხელობის უნივერსიტეტიდან. მან შეისწავლა 2100 ოკეანის ფოტოსურათი – 2500 მეტრის ზღვის სიღრმეზე, გრენლანდიაში და შპიცბერგში გადაღებული. 

ნაგავი არკტიკაში უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ლისაბონის ღრმა კანიონში. 

ბიოლოგმა შეისწვლა ფოტოსურათები, გადაღებული არკტიკაში ექსპედიციის დროს. ექსპედიცია, წყალქვეშა ეკოლოგიური კვლევის სადგურის «Hausgarten» მიერ ჩატარდა. კადრებს, ავტომატურად, ყოველ 30 წამში ერთხელ იღებდნენ. ბიოლოგები, ასეთ სურათებს ცვლილებების აღმოსაჩენად იყენებენ. 

„როდესაც გადავხედე აღმოსავლეთ ფარმაში 2011 წელს გადაღებულ სურათებს და შევადარე 2002 წელს გადაღებულ სურათებთან, მაშინვე შევამჩნიე ნარჩენების მომატება წინა წლებთან შედარებით. შემდგომ, შევამოწმე 2004, 2007, 2008 წლის სურათები. გაირკვა, რომ ნარჩენები 2002 წლის სურათებზე მხოლოდ 1% ჩანს. ხოლო, 2011 წლის სურათებზე, უკვე 2 %. გარდა ამისა, ნაგვის დიდი მომატება 2007 წელს მოხდა,“ – განაცხადა მკვლევრმა. 

ამგვარად, 2011 წელს, უფრო მეტი ნარჩენების რაოდენობა დაფიქსირდა, 2002 წელთან შედარებით. ამის მიუხედავად, მელანია ბერგერმა ვერ შეძლო ნარჩერნების მომატების მიზეზის პოვნა. ის თვლის, რომ მიზეზის პოვნა შესაძლებელი გახდება ყინულის საფარის გადნობის შემდეგ. 

„გემების რაოდენობა, არქტიკულ წყლებში საკმაოდ გაიზარდა, ყინულის გალღვობის შემდეგ. კერძო იახტების რაოდენობამ, სამჯერ მოიმატა. ხოლო, სათევზაო ნავების როდენობა, 2007 წელთან შედარებით, 36-ჯერ გაიზარდა.“ – განაცხადა მან. 

შპიცბერგის სანაპიროზე, წლიური დასუფთავება ტარდება. ნარჩენების ნიმუშების მიხედვით, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ დაბინძურება თევზჭერის წამოშობის შედეგად ხდება, – აღნიშნულია ალფრედ ვეგენერის სახელობის უნივერსიტეტის საიტზე.

მოამზადა ბელა არუთინოვმა

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s