აშშ-საფრანგეთის ასტრონომთა გუნდმა განაცხადა, რომ კიბორჩხალას ვარსკვლავედში პლანეტაა ნაპოვნი. ეს პლანეტა, დიდ საგანძურს წარმოადგენს. ექსპერტების თქმით, პლანეტა 55 Cancri, დედამიწიდან დაახლოებით 40 სინათლის წლის მანძილზე იმყოფება. მისი დიამეტრი, დედამიწის დიამეტრზე 2-ჯერ მეტია, ხოლო მასსა – 8-ჯერ. სენსაციურია ის, რომ პლანეტა არ არის დაფარული წყლით ან გრანიტით. მისი საფარი წარმოადგენს გრაფითის და ალმასების ნაერთს, იუწყება SKY NEWS-ი.
პლანეტა 55 Cancr e , მზის ირგვლივ ბრუნავს, რომელიც დედამიწიდან კარგად ჩანს. „ბრილიანტის პლანეტა“ ჯერ კიდევ 2004 წელს აღმოაჩინეს. 7 წლის შემდეგ, ბელგიის ასტროფიზიკოსებმა განაცხადეს, რომ პლანეტა მთლიანად წყლით არის დაფარული. აშშ-ს და საფრანგეთის ასტრონომები შეეცადნენ, სპეციალური კომპიუტერული ტექნოლოგიებით პლანეტის ქიმიური შემადგენლობის გარკვევა. მათ, ბელდიელების კვლევა უარყეს. უკვე ცნობილია, რომ პლანეტა, სულ მცირე 30% ბრილიანტებისგან შედგება.
პლანეტას, ასევე რკინის ბირთვი გააჩნია. ხოლო შიგნით, გარდა ბრილიანტებისა, ნახშირბადები, სილიკონის კარბიდი და სხვა სილიკატები შედის. პროექტის ერთ-ერთი ავტორი, იელის უნივერსიტეტის მკვლევარმა ნიკი მადხუსუთხანმა განაცხადა, რომ ამ პლანეტის ბრილიანტები, დედამიწის ბრილიანტებთან იდენტურია, თუმცა შესაძლოა თხევადი ბრილიანტების პოვნაც.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა ადრეც არმოაჩინეს „ბრილიანტების პლანეტა“ , მაგრამ ამ ციური ცხეულის მჭიდრო კავშირი მზისნაირ პლანეტასთან, პირველად დაფიქსირდა. 2011 წელს , მეცნიერებმა გველის თანავარსკვლავედში „ბრილიანტის პლანეტა“ აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ეს პლანეტა პაწაწინა თეთრი ჯუჯის დ პიქსარის შედეგად გაჩნდა. 2010 წელს, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ბრილიანტები მზის სისტემაში – ნეფტუნზე და ურანზეც არსებობენ.
მოამზადა ბელა არუთინოვმა