RSS

აფხაზეთი – იქ, ყველაფერი სხვანაირია

23 სექ

This slideshow requires JavaScript.

იქ, ყველაფერი რატომღაც სხვანაირია … უფრო თბილი მზე და ზღვა, უფრო ნათელი ცა… ირგვლივ  განსხვავებული სუნი ტრიალებს, განსხვავებული ნიავია, ძნელად გადმოსაცემია  ყველაფერი. თუმცა მხოლოდ ორი საათი ვიყავი ჩემდაუნებურად, ამ ხნის განმავლობაში, ნანახ ადგილებს საქართველოს სხვა საზღვაო კურორტებს ვადარებდი.

რა თქმა უნდა, ლამაზია აჭარა, ანაკლია, თუმცა იმის მიუხედავად, რომ სოხუმს არ ამშვენებს ლამაზი შენობები, რესტორნები, ბარები და არ არის ისეთი კომფორტი და გართობა, მაინც ულამაზესია. აფხაზეთს სხვა ხიბლი აქვს – თვალწინ ულამაზესი ზღვა იშლება, ზურგს უკან შეუდარებელი მთები.

დღევანდელი სოხუმი დიდად არ განსხვავდება რაც 18 წლის წინანდელ სოხუმისგან.

სიმართლე გითხრათ, თავი რუსეთში მეგონა. აფხაზურ ენაზე მოსაუბრე თითქმის არავინ შემხვედრია. სოხუმის ქუჩები სავსე იყო რუსი, სომეხი ტურისტებით. დამსვენებელთა უმრავლესობა ოჯახებით, საკუთარი ავტომობილებით იყვნენ ჩამოსულნი. სანაპიროსთან გიდები, ახლად ჩამოსულ ტურისტებს აფხაზეთის ულამაზეს ადგილებში ეხსკურსიას სთავაზობდნენ.

სოხუმის მოუვლელ სანაპიროზე, მხოლოდ რამდენიმე სასტუმროა გარემონტებული, შეკეთებულია რამდენიმე რესტორანი, სკვერი და ბულვარი. თუმცა ყველაფერს ძველი იერსახე აქვს. ცენტრში არც თუ ისე ბევრი დამწვარი სახლია. გამიკვირდა  ქუჩებში ცნობილი ბრენდების მაღაზიები რომ ვნახე. ბილბორდებზე რეკლამები რუსულ და აფხაზურ ენებზეა განთავსებული. ბილბორდები სავსეა იქაური „ხელისუფლების“ წარმომადგენლების ფოტოებითა და სხვადასხვა სლოგანებით.

ბულვართან ე.წ. ”ბირჟაზე” ისევ ისხდნენ აფხაზი მოხუცები, ზოგი ნარდს თამაშობდა, ზოგი დომინოს, ზოგიც საუბრობდა.

რესტორნებსა და მაღაზიებში მხოლოდ აფხაზები მუშაობენ. თუმცა არც ერთი მათგანი არ საუბრობდა მეგრულად ან აფხაზურად, ისინი კლიენტებს მხოლოდ რუსულ ენაზე ემსახურებიან.

ისევ ფუნქციონირებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც აფხაზეთის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ბავშვები სწავლობენ.

იქაურები  გვაკვირდებოდნენ, ალბათ ხვდებიან ვინ საიდან არის ჩამოსული, ცოტა არ იყოს ცივი დამოკიდებულება იგრძნობოდა მათ გამოხედვაში. ეს კი უფრო გვიმატებდა ტკივილს – დაკარგულის ვერ დაბრუნების ტკივილს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი როგორი საოცარი მხარე წაგვართვეს…

 

 ხატია გოგოხია

 

One response to “აფხაზეთი – იქ, ყველაფერი სხვანაირია

  1. discount perfume

    28/01/2015 at 08:37

    I am genuinely grateful to the holder of this site who has shared
    this enormous piece of writing at here.

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s