RSS

თუშეთი – წოვათა – ინდურთა

11 სექ

This slideshow requires JavaScript.

ოლიკო ცისკარიშვილი

სოფელ ინდურთამდე გზა მიუვალი და საშიშია, სამანქანო გზა საშის ხევებსა და კლდეებზე გადის, სადაც მუდამაა ზვავსაშიშროება. წოვათაში გადასვლას ავტომობილით რამდენიმე საათი სჭირდება. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ცნობით, კი საცხენოსნო მარშრუტებით მოგზაურობას 5 დღეს სჭირდება.

წოვათაში, ინდურთაში მისულებს ფერდობზე მხოლოდ მეცხვარეები და ციხე-კოშკების ნანგრევები დაგვხვდა. უფრო ქვევით კი უცხოელი ტურისტების გაშლილი კარვები. მიტოვებული ნასახლარები მაინც ზვიადად იცქირებოდნენ.

ისტორიულად თუშები საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთის მთიანეთში ოთხ საზოგადოებაში ცხოვრობდნენ: წოვა, გომეწარი, პირიქითი, ჩაღმა; მათგან  წოვები  და, ნაწილობრივ, პირიქითელები მომთაბარე ცხოვრების წესს მისდევდნენ, რამდენადაც ოდითგანვე მათ სამეურნეო საქმიანობას მეცხვარეობა წარმოადგენდა . ამან განაპირობა წოვა–თუშების სოფლების გაშენება როგორც მთაში, ისე ბარში.  მთაში მათ ჰქონდათ სოფლები: ინდურთა, მოზართა, ეთელტა, ნაზართა, წარო, შავწყალა, საგირთა დანადირთა,  ბარში კი, პანკისისხეობაში: ომალო, ხალაწანი, ბაწარა, ბირკიანიდასხვაალვანისველზე – ბახტრიონი, წიწალყურე, მუხროვანი, გურგალჭალა, ოთხთვალა, ალონი, ლაფანყურე და ბაიჩლაყურე. სტიქიური უბედურებების გამო (1861 წელს წაილეკა წოვათის სოფელი საგირთა) მოსახლეობამ  თუშეთიდან  ნელ-ნელა ბარში გადმოსახლება დაიწყო და ძირითადად ალვნის ველზე, მდ. ალაზნის მარცხენა სანაპიროზე, დამკვიდრდა. ეს ადგილები ჭაობიანი იყო, ამიტომ XX საუკუნის დასაწყისში მათ ააშენეს პირველი გეგმიური სოფელი  –  ალვანი,  რომელსაც შემდგომ ზემოალვანი დაერქვა,  რამდენადაც მოგვიანებით აშენდა ჩაღმების სოფელი – ქვემოალვანი. წოვა-თუშები არიან მართმადიდებლები დღიდან საქართველოს გაქრისტიანებისა.

წოვათას ბუნების სილამაზით აღფრთოვანებულმა ერთ-ერთმა სლავმა ტურისტმა განგვიცხადა, რომ აღფრთოვანებულია თუშეთის სილამაზით, თუმცა სამწუხარო იქმნება თუ სვანეთისმაგვარად შეეცვლება ინფრასტრუქტურა და თავის ბუნებრივ სილამაზეს დაკარგავსო.

გარკვეულწილად მართალიცაა, თუშეთმა ბუნებრიობა უნდა შეინარჩუნოს, თუმცა დანგრეული კოშკებისა და მიტოვებული სოფლების აღდგენა უპრიანიც კი იქნება თუშეთში ტურიზმის უფრო მეტად განვითარებისათვის.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s