XVIII საუკუნის საარქივო ჩანაწერების მიხედვით, ფარსმა პირიქითას თემის ცენტრალური სოფელია. ფარსმას ნასოფლარი მდებარეობს თუშეთში, ისტორიულ პირიქითა (აღმა) თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 40 კილომეტრში, პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, გზის პირას ბორცვებზე. ფარსმის წვერიანიციხე (ისევე, როგორც გირევის), ბაულელი ქისტი მამა-შვილის აგებულია. მშვიდობიანობის დროს ქისტების მშენებლობაში მოხმარება ჩვეულებრივი რამ ყოფილა. ფარსმაში წმინდა თევდორეს ხატი, საკულტო ძეგლი, მდებარეობს ნასოფლარის სამხრეთ-აღმოსავლეთით. აგებულია გვიანდ. შუასაუკუნეებში. სალოცავი გეგმით (5.3X4.8მ) სწორკუთხა კოშკია. ნაგებია ფიქლით – მშრალად. დაზიანებულია და რესტავრაციას საჭიროებს. “თეფა” და “გორიკაცი” – გორივით არის შთენილები, რომლებიც სოფლის მიდამოში, მთის ფერდობზე, დგანან როგორც ზემოთისე ქვემოთ. ქაჩუს მთის გადასასვლელში არის მურთაზის (ალბათ, სოფლის ან თემის, მაშინდელი მეთაური) ჯარის მიერ მისივე ბრძანებით დაყრილი ქვები, რომლებსაც ქვია “ჯარისქვანაგროები”.
ფარსმაში, პატარა საოჯახო სასტუმროა, რომელიც ზაფხულობით, მუდამ ღიაა, როგორც უცხოელი ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მოგზაურებისთვის, თუმცა სასტუმროს მეპატრონეთა თქმით, ფარსმამდე ნაკლებად ჩადიან ტურისტები გასაჩერებლად. უფრო ომალოში ჩერდებიან და მერე მოგზაურობენ. თუმცა მასპინძელი გიდად მიყვება ხოლმე უცხოელ ტურისტებს ხევსურეთისკენ, კარვებით მოგზაურობისას, ჩვენი სტუმრობისას ხევსურეთიდან ახალი ჩამოყვანილი ყავდა მოსკოველი ტურისტები.
ფარსმაში, ძირითადად ნასახლარებია, თუმცა თუშეთს ალაგ-ალაგ უბრუნდება მოსახლეობა, თუნდაც ზაფხულობით, ამჟამადაც რამდენიმე ოჯახი უკვე ემზადებოდა ბარში ჩასასვლელად.
გადმოცემის თანახმად, ნასახლარი, რომელსაც საფუძველი შიგნიდან ენგრევა, დაწყევლილია და იქაურებიც ასეთ ნასახლარზე არ აშენებენ თავიდან, რადგამ მათი რწმენით, ფუძემ, რომელმაც ოჯახი არ გაახარა, არც მათ გაახარეთ.