თუშეთის მცენარეულობა ენდემიზმის საოცრად მაღალი დონით ხასიათდება. აქაური ფლორის 230 წარმომადგენელი კავკასიის ენდემია. (რაც კავკასიის ენდემთა საერთო რაოდენობის 20 პროცენტზე მეტია), ხოლო თუშეთში გავრცელებულ მცენარეთა 11 სახეობა მხოლოდ საქართველოში გვხვდება.
თუშეთში თითქმის არ გვხვდება ფართოფოთლოვანი ტყე. სამაგიეროდ, ბევრია ფიჭვნარი, იქაური ფიჭვნარები ორივე ალაზნის ნაპირებიდან ასდევს მთის ფერდობებს და ზღვის დონიდან 2000-2200 მეტრამდე აღწევს.
თუმცა დღეს, სოფელ დიკლოს მიმდებარე ტერიტორიებზე, უნიკალურ ფიჭვნარს სოკოვანი დაავადება აქვს, ახალგაზრდა ხეები ზეზეულად ხმებიან და ფესვებიანად ეცემიან. დიკლოს მიმდებარე მთებზე მასიუარადაა ამ დაავადებისგან ხეები წაქცეული.
თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე თუ დროულად არ აღიკვეთა ხეების ეს დაავადება, ტყეებს მასობრივი განადგურება ემუქრება.
ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო განვითარებისთვის სოციალური აქტივობის” გვერდზე.
”სამოქალაქო განვითარებისთვის სოციალური აქტივობა ფოტო მასალასაც ავრცელებს თუშეთიდან, ვიზუალურ მასალაში კარგად ჩანს, რა პრობლემების წინაშე დგას თუშეთში, სოფელ დიკლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეები.
Dato Gegechkori
06/09/2012 at 18:31
თუ შესაძლებელია დაავადებული მცენარეებიის ნიმუშები მოგვაწოდოთ, ზუსტად რომ დავადგინოთ რა დაავადება.
ekofact
06/09/2012 at 18:33
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის… სამწუხაროდ, ნიმუში არ წამოგვიღია, თუმცა ვფიქრობ, ფოტოებზე კარგად უნდა ჩანდეს…
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა 🙂
zura
17/10/2012 at 22:23
ნამდვილად სოკოვანი დაავადებაა და აუცილებელად ჩასატარებელია მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები(ეს კიდევ სხვა თემაა ვინ უნდა ჩაატაროს და როგორ),მაგრამ აქ არ ისმის კითხვა-რატომ გაჩნდა სოკო ხეზე?დაუშვათ მოხდა სისტემური პრეპარატებით სისტემატურად შეწამვლა,როგორ ფიქრობთ,ხე აღარ დაავადდება?:(მარტო თუშეთში არ ხმება ფიჭვის ხეები ,თბილისშიც ბევრი გახმა, ამიტომ აუცილებელია პრობლემის სიღმისეული შესწავლა და საზღვარზე გაუკონტროლებლად შემოსული მცენარეების შემოწმება!ესაა პრობლემის სათავე.