RSS

თუშეთის დაცული ტერიტორიები

02 სექ

This slideshow requires JavaScript.

ოლიკო ცისკარიშვილი

თუშეთი თავისი თოვლიანი მწვერვალებით, გაშლილი მთებითა და საძოვრებით, უნიკალური ფიჭვის ტყეებით, კამკამა ნაკადულებითა და წყალუხვი მდინარეებით, ძველი სოფლებითა და ნასოფლარებით, მუდამ იზიდავდა მნახველს. ახლაც უამრავი ტურისტი და მოგზაური სტუმრობს, როგორც საქართველოდან, საზღვარგარეთის ქვეყნებიდანაც.

თუშეთის ტურიზმის ასოციაცია ”თუშეთი გაიდის” დირექტორის ია ჭვრიტინიძის თქმით, საგრძნობლად გაიზარდა უცხუელი ვიზიტორების რიცხვი, ყველაზე მეტად ებრაელები და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან სტუმრობენ თუშეთს.

კავკასიის ეს კუთხე ნამდვილი სამოთხეა ეთნოგრაფებისა და ბიოლოგებისთვის, ფოტომოყვარულებისა და უბრალოდ თავგადასავლების მაძიებლებისათვის, მათთვის ვისთვისაც მთის უღელტეხილზე ზურგჩანთამოკიდებული გადასვლა დასვენების საუკეთესო საშუალებაა.

1980 წელს შეიქმნა თუშეთის ნაკრძალი. 2003 წელს  შეიქმნა ახალი დაცული ტერიტორიები და ახლა ისინი თჲშეთის სახელმწიფო ნაკრძალს (12 607 ჰა), თუშეთის ეროვნულ პარკსა (69 515 ჰა) და თუშეტის დაცულ ლანდშაფტს (31 518 ჰა) აერთიანებს.

ამ ტერიტორიებიდან ყველაზე დიდი ეროვნული პარკია (ევროპის ყევლაზე დიდი დაცული ტერიტორია), რომლის საზღვრები მიჰყვება თავად თუშეთის ისტორიულ-ადმინისტრაციულ საზღვარს და შესაბამისად, სახელმწიფო საზღვარს საქართველოსა და რუსეტის ფედერაციას შორის.

თუშეთის სახელწმიფო ნაკრძალი მოიცავს პირიქითა ალაზნის, გომეწრის ალაზნისა და ჭანჭახოვნის ხეობებს. სახელმწიფო ნაკრძალი ასევე მოიცავს სოფლების: ომალოს, დიკლოს, შენაქოს, ქუმელაურთასა და ხისოს მიმდებარე ტყის მასივებს და გომეწრისა და პირიქითა ალაზნის შეერთების ადგილიდან  მდინარის ორივე ფერდობზე არსებულ ტყეებს.

თუშეთის დაცული ლანდშაფტი თუშეთის ყველა სოფელს მოიცავს. დაცული ლანდშაფტის მიზანია, რომ თუშური სოფლების ტრადიციული იერსახე არ დაიკარგოს და ამავე დროს გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე მოხდეს ტურიზმისა და ტრადიციული სამეურნეო დარგების განვითარება.

თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე შესაძლებელია შემდეგი სახის ტურების ორგანიზება: ცოცხალ ბუნებაზე დაკვირვება. სათავგადასავლო ლაშქრობა, ისტორიულ-კულტურული ტურები, ფოტოტურები, სამოყვარულო თევაზაობა,  საცხენოსნო ტურები, სამთო ველო ტურები.

თუშეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალებით დგინდება თუშეთის ტერიტორიის დასახლება უძველესი დროიდან. გვიანბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის ზოომორფული ფიგურები თუ სიმბოლო-ნიშნები თუშეთის ტრადიციული მეურნეობრივი დარგების-მეცხვარეობისა და მსხვილფეხა მესაქონლეობის ისტორიის მნიშვნელოვანი ქრონოლოგიური ნიშნულებია. ქართულ საისტორიო წყაროებში თუშეთის შესახებ საკმაოდ მწირი ცნობებია. ერთ-ერთი ასეთი ცნობა უკავშირდება IV საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას საქართველოში და, ამასთან დაკავშირებით, ფხოველთა იძულებით გადასახლებას თუშეთში.

VIII საუკუნეში თუშეთი მოიხსენიება საქართველოს სამეფოსადმი დაქვემდებარებულ ჩრდილო კავკასიელ ტომებთან, კერძოდ,ხუნძახის თემთან საერთო ადმინისტრაციულ საზღვრებში — წუქეთის საერისთაოში. ამ დროს უნდა უკავშირდებოდეს ქრისტიანობის გავრცელება რეგიონში, რაზეც მეტყველებს ინგუშეთისა და დაღესტნის IX საუკუნის ქრისტიანული ძეგლები. XV საუკუნეში გიორგი I აუქმებს საერისთავოებს და აწესებს სამოურავოებს. მნიშვნელოვანია XVI საუკუნის ცნობა, რომელიც კახეთის მეფე ლევანის მიერ თუშთა შემომტკიცებას ეხება. ესაა პირველი ისტორიული ცნობა თუშეთის მეცხვარეობისა და კახეთში ზამთრის საძოვრებით სარგებლობის შესახებ. 1660 წელს თათარ დამპყრობთა წინააღმდეგ ბახტრიონის ბრძოლაში თუშების მიერ შეტანილი დიდი წვლილი დასდებია საფუძვლად ლეგენდას, რომელიც ეხება თუშთა ბელადის — ზეზვა გაფრინდაულის მამაცობასა და ალონის ველის თუშებისთვის გადაცემას. ლეგენდის თანახმად, მეფეს ზეზვასთაბის უტხამვ, სადამდეც ირბენს შენი ლურჯა, მიწა იქამდე იქნება თუშებისო. ზეზვას ლურჯამ სწორედ ეს ველი გაიარა. თუშებისთვის ალვანის ველის საძოვრებით სარგებლობის უფლება შემდგომში დაკანონდა კახეთის მეფეების — თეიმურაზ II-ისა და ერეკლე I-ის სიგელ-გუჯრებით.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s