საქართველოს ულამაზესი კუთხე თუშეთი, საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. უნიკალური ფიჭვნარით, ალპური და სუბალპური მდელოებით, ხელუხლებელი დეკიანებით, მყინვარებით, საჯიხვეებით., მდიდარი ფლორითა და ფაუნით თუშეთი ლანდშაპტური და ბიომრავალფეროვნების კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარეა არა მხოლოდ საქართველოში, მთელს კავკასიაში.
თუშეთი გახდა ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი, არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოშიც. შარშან, 2011 წელს თუშეთი Yahoo travel-ის და BBC- ის რეიტინგებში, იმ უცნობ ადგილებს შორის, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო, ტოპ ათეულში მეხუთე ადგილზე მოხვდა.
მაშ, ასე… გზად თუშეთისკენ… 🙂