ქალაქ ბათუმის მახლობლად – მწვანე კონცხზე მდებარეობს მსოფლიოში ცნობილი ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელიც 1912 წელს დაარსდა. იმ ადგილს, სადაც ბოტანიკური ბაღია გაშენებული ”მწვანე კონცხი” ქვია. ეს ბაღი დაკავშირებულია ანდრეი კრასნოვის სახელთან, რომელიც ბოტანიკისა და ფიზიკური გეოგრაფიის აღიარებული კლასიკოსია.
ბათუმის ბოტანიკურ ბაღი სამეცნიერო-კველევითი და საგანმანათლებლო სანახაობითი დანიშნულების დაწესებულებაა. ბაღში მიმდინარეობს ფუნდამენტური ხასიათის თეორიული და ექსპერიმენტული კვლევები მცენარეთა ინტროდუქციისა და აკლიმატიზაციის, მცენარეთა სელექციის, ადგილობრივი ფლორის და ბუნების დაცვის მიმართულებებით.
შავი ზღვის პირას, ქალაქის ჩრდილოეთით განლაგებული ბათუმის ბოტანიკური ბაღი უნიკალურია პოსტსაბჭოურ სივრცეში. ბაღში არის იაპონური, ჩინური, მექსიკური, ავსტრალიური, ჩილეს, ახალი ზელანდიის, ამერიკული და ევროპული განყოფილებები, აგრეთვე, აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების, ჰიმალაისა და ტროპიკული მთების განყოფილებები.
ბაღის კოლექცია მერქნიან მცენარეთა 2037 ტაქსონომიური ერთეულისაგან შედგება.
”ივლისის თვეში, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ბევრი თურქი ტურისტი სტუმრობდა, ბევრი აზერბაიჯანელი, სომეხი, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაც სტუმრობს. ადგილობრივი ტურისტებიც რიცხვის საგრძნობლად გაზრდილია. დღეში რამდენიმე ასეული სტუმარი გვყავს, ყოფილა შემთხვევა, რომ ტურისტების რიცხვმა ათასს გადააჭარბა,” – ამბობენ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში.