RSS

ცოტა ხანში, ”პლიაჟი” ჩაქვის რკინიგზის სადგურთან ამოიწევს

18 აგვისტო

This slideshow requires JavaScript.

ოლიკო ცისკარიშვილი

დაბა ჩაქვი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 30 მეტრია. დაბის სტატუსი ჩაქვმა 1954 წელს მიიღო. იგი ბათუმსა და ქობულეთს შორისაა მოქცეული. ისტორიული წყაროების მიხედვით, ადამიანს ჩაქვში ჯერ კიდევ ქვის ხანაში უცხოვრია, აქ აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის განძი. დაბაში რკინიგზის სადგურია, რომელიც ძალიან ახლოსაა ზღვასთან და ძალიან შელახულიცაა. ცოტა ხანში სწორედ რკინიგზამდე მივა ზღვის ნაპირი, თუ ნაპირსამაგრი სამუშაოები არ ჩატარდა.

მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან უამრავი დაპირებისა, დაბაში არც ბუნებრივი აირია შეყვანილი და არც საკანალიზაციო სისტემა მუშაობს გამართულად, ფეკალიები არხების საშუალებით, პირდაპირ შავ ზღვაში ჩაედინება. აღარაფერს ვამბობთ, სხვა ფუფუნებაზე, რომლითაც იქ ჩასულ დამსვენებელსა თუ ტურისტს აუცილებლას ესაჭირობა.

ჩაქვი ერთ-ერთი საინტერესო ადგილია თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და ადვილად მისაზიდი ტურისტებისთვის, თუკი იქ ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის სათანადოდ კეთილმოეწყობა. ამჟამად, კი დაბაზე რომ არაფერი ვთქვათ, თავად ჩაქვის მიმდებარე ტერიტორია სრულიად კეთილმოუწყობელია სასტუმრო ”ოაზისიდან” დაწყებული, ბათუმამდე.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s