დღეს, ”უსახლკარო ცხოველების საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით, “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებისა” და თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა მართვის სააგენტოს შინაური და გარეული ცხოველების თავშესაფარის ხელმძღვანელობამ ერთობლივი ღონისძიება მოაწყეს მუნიციპალურ ცხოველთა თავშესაფარში.
ეს დღე პირველად 1992 წელს დამკვიდრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ სავალალო ბედის გამო, რაც უპატრონო ცხოველებს ერგოთ წილად ცხოველთა თავშესაფარებში. ამ დღეს აქტივისტები გამოვიდნენ სანთლებით და სურათებით, სიტყვით მიმართეს შეკრებილ საზოგადოებას ცხოველთა უფლებების დამცველებმა და ვეტერინარება. ცხოველთა დამცველებმა გააპროტესტეს ვანდალური ქმედებები უპატრონო ცხოველების მიმართ. შემდგომ ეს დღე მსოფლიო მასშტაბით აღიარეს და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ.
2010 წელს ”უსახლკარო ცხოველების საერთაშორისო დღე” “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ” საქართველოში პირველად აღნიშნა.
iTechnologies
19/08/2012 at 17:31
Reblogged this on ტექნო.ბლოგი.