ბათუმი, რომ ერთ-ერთი ლამაზი ქალაქია ჩვენს ქვეყანაში, ამაზე უკვე აღარავინ დაობს. არც იმაზე დაობს ვინმე, რომ ტურისტებისთვის ნამდვილად მიმზიდველია და ადგილობრივებისთვისაც შემოსავლის ერთ-ერთ ძირითად წყარო, სწორედ ტურისტებისგან შემოსული თანხებია.
ბათუმის მშენებლობა ისევ გრძელდება და როგორც დაგეგმილია, უახლოეს მომავალში, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი იქნება.
მშვენივრად გაკეთებული ბულვარში ხან გედები დანარნრებენ აუზში, და ხან ყარყატები იმზირებიან ბუჩქებიდან, ვეტერანთა კლუბში კი მშვიდად მობაასე მოხუცებს შეხვდებით, ათასი ატრაქციონი და გასართობია დამსვენებლებისთვის, კაფეები და ბარები ტურისტულ სეზონზე გადავსებულია.
ხოდა, ჩვენც გადავწვიტეთ ოჯახით ბათუმისთვის თვალი შეგვევლო, ბოლოს და ბოლოს ალისა და ნინოს ნახვა ძალიან მინდოდა, რადგან ბათუმიდან ჩამოსული ყველა ახლობელი, მისით აღტაცებული იყო.
მოშიებული პატარები, სანაპიროს ერთ-ერთ ღია კაფეში შევიპატიჟე აჭარულ ხაჭაპურებზე, რომელიც სულ რაღაც 6 ლარი ღირდა, მას ”სანდორას” ერთი ლიტრა წვენიც დავუმატეთ, რომელიც სხვათაშორის თბილისში, ოთხ ლარზე მეტი ნამდვილად არ ღირს, არც ერთ უბანში. სხვას არ ვიცი, როგორ ემსახურებიან, მაგრამ ჩვენ ოთხ ხაჭაპურსა და სანდორას წვენში, ზუსტად 60 ლარი მოგვთხოვეს, დიდი პროტესტების შემდეგ, 15 ლარი დაგვიკლეს, საბოლოოდ გამოვიდა, რომ იმ ბედკრულ ”სანდორას” ერთ ლიტრიან წვენში 21 ლარი გადავიხადეთ.
როგორც იქნა, შებინდდა და ნინოსა და ალისკენ გავწიეთ. ავტომანქანა, იქვე, ავტოსადმომზე გვყავდა გაჩერებული, საათნახევრიანი ბათუმში თავგადასავლების მერე, საქარე მინაზე ჯარიმის ქვითარი დაგვხვდა. თურმე ბათუმს რამდენიმე საათითაც რომ ესტუმრო, ან ბათუმს თუ გაივლი და მაღაზიასთანაც რომ შეჩერდე, რაიმეს საყიდლად, ბათუმის პარკირება მაინც საჭირო ყოფილა, რადგან ”სითი პარკის” ავტომობილის დგომის უფლება ბათუმზე არ ვრცელდება. გამოდის, რომ თბილისიდან ბათუმამდე და პირიქით, ყველა ქალაქის პარკირებაა საჭირო, რომ ეს ქალაქები გაიარო.
მინდა მავანს ვურჩიო, იმ მგზავრებისთვის, რომლებიც მხოლოდ გავლით არიან რიგ ქალაქებში გააკეთონ ავტომობილების ისეთი სადგომი, სადაც საათების მიხედვით გადაიხდიან ავტომობილის დგომის საფასურს, ისე, როგორც აეროპორტშია, ანდა თბილისის რკინიგზის სადგურზე.
ალბათ, ამგვარი პრობლემები მხოლოდ ჩვენ არ შეგვხვედრია და მოუგვარებელი სისტემის გამო, ბევრი გაღიზიანდებოდა. ამით კი პოტენციურ ტურისტებს, ანდა უბრალოდ, ბათუმის მეორედ ნახვის (თუნდაც გავლით) მსურველებს კარგავს ქალაქი.
მოკლედ, ასეა თუ ისეა, ქალაქი კი შენდება, მაგრამ პრობლემები უამრავია, როგორც იტყვიან – ”გასაკეთებელი კიდევ ბევრია.”